შინაარსზე გადასვლა

ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი

დაფუძნდა 1999[1]
ტიპი უნივერსიტეტი
ქვეყანა ჩეხეთი[1]
http://www.vsfs.cz[1] , https://www.vsfs.cz/en/ და https://www.vsfs.cz/ru/

ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი (ჩეხ. Vysoká škola finanční a správní o.p.s.) ― კერძო ბიზნეს სკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში. დაარსდა 1999 წელს, საბანკო აკადემიისა და ჩეხეთის ქვანახშირის ჯგუფის მიერ. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი კერძო ბიზნეს სკოლა იყო. 2009 წელს ჩეხეთის მთავრობის აკრედიტაციის კომიტეტმა სკოლას სრული უნივერსიტეტის სტატუსი მიანიჭა.

ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი 1999 წელს დაარსდა. სკოლა 2001 წელს გაფართოვდა და მოსტსა და კლადნოში ახალი კამპუსები გაიხსნა. 2002 წელს უნივერსიტეტმა აშშ-ის სიეტლის საქალაქო უნივერსიტეტთან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო 2004 წელს ერასმუსის პროგრამებს შეუერთდა. 2009 წელს სკოლამ სადოქტორო პროგრამის განხორციელების სახელმწიფო ნებართვა მიიღო და უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. 2016 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის ფილიალი კარლოვი-ვარშიც მდებარეობს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1142174964 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Studijní střediska : VŠFS cs. ციტირების თარიღი: 2019-05-23