ფილტვიანები (ლათ.Pulmonata) — რბილტანიანი ცხოველებიმუცელფეხიანების ქვეკლასისა. უმეტესობა ბინადრობს ხმელეთზე, მცირე რაოდენობა — მტკნარ წყალსა და ზღვებში. საქართველოში გვხვდება 30-მდე მტკნარი წყლის და 225-ზე მეტი ხმელეთის სახეობა. უკანასკნელთა უმეტესობა ტენის მოყვარულია, ამიტომ ხმელეთის ფილტვიანები განსაკუთრებით მრავლადაა დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში. ფილტვიანების ქვეკლასი წარმოდგენილია ორი რიგით: მჯდომთვალიანები (Basommatophora) და ღეროთვალიანები (Stylommatophora). საქართველოს ფილტვიანების მრავალი სახეობა მავნებელია — მსხვილ რქოსანი და წვრილი რქოსანი საქონლის პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძლებია, ზოგი — სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია, ზოგი კი საკვებად გამოიყენება.