ფილის მაკგინლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილის მაკგინლი
დაბ. თარიღი 21 მარტი 1905(1905-03-21)[1] [2]
დაბ. ადგილი Ontario
გარდ. თარიღი 22 თებერვალი 1978(1978-02-22)[1] [2] (72 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[3]
საქმიანობა მწერალი, პოეტი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი University of Utah და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
ჯილდოები პულიცერის პრემია პოეზიისათვის და Siena Medal
შვილ(ებ)ი Julie Hayden

ფილის მაკგინლი (დ. 21 მარტი, 1905 — გ. 22 თებერვალი, 1978) — ამერიკელი პოეტი და საბავშვო წიგნების ავტორი. მისი პოეზია იყო მსუბუქი რითმის სტილში დაწერილი და გამოირჩეოდა იუმორით, სატირული ტონით და გარეუბნების ცხოვრების პოზიტიური ასპექტებით. გახდა პულიცერის პრემიის ლაურეატი 1961 წელს.

მაკგინლი თავისი ცხოვრების განმავლობაში მკითხველების ფართო სპექტრს მოიცავდა, აქვეყნებდა რა თავის ნამუშევრებს ისეთ გაზეთებსა და ქალთა ჟურნალებში, როგორიცაა Ladies Home Journal, The New Yorker, The Saturday Review და The Atlantic. მიღებული აქვს თორმეტამდე საპატიო ჯილდო. Time Magazine-მა მაქინლი გამოაქვეყნა თავის გარეკანზე 1965 წლის 18 ივნისს. [4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილის მაკგინლი დაიბადა 1905 წლის 21 მარტს, ორტონში, ონტარიოში, დანიელ და ჯულია კისელ მაკგინლების ოჯახში. [5] მისი მამა მიწის ინვესტორი იყო, ხოლო დედა პიანისტი. მაკგინლის ოჯახი საცხოვრებლად რანჩოში, კოლორადოს შტატში, ილიფის მახლობლად გადავიდა. ამ დროს ფილისი მხოლოდ სამი თვის იყო. მას რანჩოში ცხოვრება და ადრეული ბავშვობის გატარება, რადგან ის და მისი ძმას თავს იზოლირებულებად და მარტოსულებად გრძნობდნენ. 12 წლის ასაკში, მისი მამა გარდაიცვალა და ოჯახმა საცხოვრებელი კვლავ შეიცვალა,თუმცა ამჯერად უკვე, იუტაში, ქვრივ დეიდასთან. მაკგინლი სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში და მუსიკალურ თეატრში, იუტას უნივერსიტეტში, სოლტ ლეიკ სიტიში, სადაც შეუერთდა კაპა კაპას გამას მოძრაობას. იუტას უნივერსიტეტი დაამთავრა 1927 წელს. მისი ზოგიერთი ლექსის გაყიდვის შემდეგ 1929 წელს ნიუ–იორკში გადასვლა გადაწყვიტა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგინლის ნაწარმოებების დაწერამდე მრავალ ჩანაწერს აკეთებდა, სადაც ნაჩვენები იყო მისი კომპოზიციის მეთოდები სხვადასხვა ნამუშევრისთვის. ყველაზე საინტერესოა მისი ესეები, რადგან ხშირად თავიდან წერდა „სერიოზულ“ ვერსიას და შემდეგ აძლევდა ირონიულ სახეს. გარეუბნებში ცხოვრება და წმინდანები მაკგინლის მწერლობის თვალსაჩინო თემებია. მას აგრეთვე მიძღვნილი აქვს ნაწარმოებები დღესასწაულებისთვის, განსაკუთრებით შობისთვის. [6]

გარდა პოპულარული რეპუტაციისა, მან აგრეთვე მოხიბლა მრავალი კრიტიკოსი და პოეტი. [7][8]

1964 წელს მას მიენიჭა ლატერის მედალი ნოტრდამის უნივერსიტეტის მიერ, რომელიც მას ყველასთვის პატივსაცემ ადამიანად მოიხსენიებს, რომელმაც კაცობრიობა გაამდიდრა თავისი პოეზიით.

1961 წელს ფილის მაკგინლი გახდა პულიცერის პრემიის ლაურატი, მისი წიგნით Times Three. მან პირველად მიიღო ჯილდო „მსუბუქი ლექსების“ წერისთვის.

ჯილდოები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგინლი აირჩიეს ხელოვნებისა და წერილების ეროვნულ აკადემიაში 1955 წელს. მან მიიღო არაერთი საპატიო წერილი უნივერსიტეტებიდან და კოლეჯებიდან (ბოსტონის კოლეჯი, დარტმუთის კოლეჯი, მარკეტის უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის უნივერსიტეტი, სმიტის კოლეჯი, უილსონის და ვეტონის კოლეჯები), ასევე კათოლიკური წიგნის კლუბის ჯილდო 1967 წელს, კათოლიკური ინსტიტუტის პრესის ჯილდო (1960) და ლატერის მედალი, რომელიც ნოტერ-დამის უნივერსიტეტმა გადასცა 1964 წელს. მან მოიპოვა 1961 წლის პულიცერის პრემია თავისი მსუბუქი ლექსების კრებულისთვის.

ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება და სტაბილურობა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო რთული ბავშვობის და საცხოვრებლის შეცვლის მუდმივი პროცესის შემდეგ. [5] 32 წლის ასაკში ბედნიერად დაქორწინდა ჩარლზ ჰეიდენზე, რომელთანაც ძალიან თბილი და უპრობლემო ურთერთობა ჰქონდა და ეყოლა ერთი ქალიშვილი. [8]

ფილის მაკგინლი გარდაიცვალა 1978 წლის 22 თებერვალს, 72 წლის ასაკში, ნიუ-იორკში. მისი ნამუშევრები ინახება სირაკუზის უნივერსიტეტის სპეციალური კოლექციების კვლევით ცენტრში და მოიცავს ნაწარმოებებს, წერილებსა და მემუარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 48, ილ., 1985

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]