ფილიპ III (ბურგუნდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპ III კეთილი
Philip the good.jpg
ბურგუნდიის ჰერცოგი, ნევერის, არტუას, შაროლუასა და ფლანდრიის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1419
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1467
წინამორბედი: ჟან I უშიში
მემკვიდრე: შარლ მამაცი
ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი, 1429
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1467
წინამორბედი: ფილიპე ბრაბანტელი
მემკვიდრე: შარლ მამაცი
ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფი
მმართ. დასაწყისი: 15 აპრილი, 1433
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1467
წინამორბედი: ჟაკლინ ენოელი
მემკვიდრე: შარლ მამაცი
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1441
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1467
წინამორბედი: ელიზაბეტ დე გოერლიცი
მემკვიდრე: შარლ მამაცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ივლისი, 1396
დაბ. ადგილი: დიჟონი, ბურგუნდია
გარდ. თარიღი: 15 ივნისი, 1467, (70 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუგე, ფლანდრია
მეუღლე: მიშელ დე ვალუა
(ქ. 1404 - გარდ. 1422)
ბონა არტუელი
(ქ. 1424 - გარდ. 1425)
ისაბელ პორტუგალიელი
(ქ. 1430)
შვილები: შარლი, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარეტ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიპ III კეთილი (ფრანგ. Philippe III le Bon; დ. 31 ივლისი, 1396, დიჟონი, ბურგუნდია — გ. 15 ივნისი, 1467, ბრიუგე, ფლანდრია) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მისი მეუღლის, მარგარეტ ბავარიელის ერთადერთი ვაჟი. ბურგუნდიის, ფლანდრიის, შაროლუას, ნევერისა და არტუას მმართველი 1419-1467 წლებში. მან დაიმორჩილა ენო, ჰოლანდია, ზელანდია, ლუქსემბურგი, ლიმბურგი, ბრაბანტი და ლიმბურგი, რითაც შეიქმნა ეგრედ წოდებული ჩვიდმეტი პროვინცია, რაც შემდგომში გახდა საფუძველი თანამედროვე ნიდერლანდებისა. იგი ასევე აქტიურად იყო ჩაბმული ასწლიან ომში და ინგლისთან ალიანსიც კი შეკრა. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და დიდად უწყობდა ხელს მის განვითარებას თავის სამფლობელოებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპი დაიბადა 1396 წლის 31 ივლისს დიჟონში, ბურგუნდიაში. იგი იყო ნევერის გრაფის, ჟან დე ვალუასა და მისი ცოლის, გრაფინია მარგარეტ ბავარიელის ვაჟი. მამამისი ამ დროს ჯერ კიდევ ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის ტახტის მემკვიდრე იყო. 1404 წლიდან ბურგუნდიის ტახტზე ადის ფილიპის მამა, ჰერცოგი ჟან I უშიში. 1405 წლის 28 იანვარს ჰერცოგმა ჟანმა ფილიპი შაროლუას გრაფად დანიშნა. იმავე დღეს, საზეიმოდ განაცხადეს ფილიპის ნიშნობა საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის ასულ მიშელ დე ვალუაზე. საბოლოოდ, ქორწინება 1409 წელს შედგა.

ადრეული მმართველობა და ალიანსი ინგლისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპის გერბი

1419 წელს ფილიპის მამა, ჟან I ფრანგებმა მოკლეს, რის შემდეგაც ფილიპ III ხდება ბურგუნდიის ჰერცოგი და ამასთან გრაფი არტუას, ნევერისა და ფლანდრიისა. ფილიპმა მამის მკვლელობაში თავისი მაზლი, დოფინი შარლ დე ვალუა დაადანაშაულა და საფრანგეთთან ალიანსი გაწყვიტა. ამის პარალელურად, ფილიპი განაგრძობდა არმანიაკ-ბურგუნდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომს და ამავდროულად ასწლიან ომშიც აქტიურად ერეოდა. 1420 წელს დადებული ტრუას ხელშეკრულების მიხედვით, ფილიპი ინგლისის მეფე ჰენრი V-ის მოკავშირე გახდა, რომელიც ამავდროულად მისი ქვისლიც იყო, რადგან ჰენრის ცოლად ჰყავდა საფრანგეთის პრინცესა კატრინ დე ვალუა, რომელიც ფილიპის ცოლის, მიშელის ღვიძლი და იყო. 1422 წელს ჰენრი ფრანგებმა ბრძოლაში მოკლეს, ტახტზე კი მისი და კატრინის მცირეწლოვანი, თუმცა საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიებით აღვსილი ჰენრი VI ავიდა, რომელმაც ფილიპთან ალიანსი შეკრა საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ ალიანსის გასამყარებლად, ფილიპმა თავისი და, პრინცესა ანა ცოლად შერთო ჰენრის ბიძაშვილს, ბედფორდის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერს, ხოლო მეორე და, მარგარიტა მიათხოვა ბრეტანის ჰერცოგ არტურ III-ს, რომელიც ასევე ფრანგების მტერი იყო.

1422 წელს ფილიპის ცოლი, მიშელ დე ვალუა უშვილოდ აღესრულა, რითაც ფილიპის ალიანსი ფრანგებთან სამუდამოდ დასამარდა. 1424 წელს ფილიპი ქორწინდება ოს გრაფ ფილიპ არტუელის ასულ ბონა არტუელზე, რომელიც ერთ წელიწადში გარდაიცვალა. საბოლოოდ, 1430 წლის იანვარში ფილიპ III ცოლად ირთავს პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი ცოლის, პორტუგალიის დედოფლისა და ამავდროულად ინგლისის პრინცესა ფილიპა ლანკასტერის ასულ ისაბელ პორტუგალიელს, რითაც მან ინგლისთანაც გაამყარა და პორტუგალიასთანაც შექმნა ალიანსი. ამავე, 1430 წლის 23 მაისს კომპიენის ალყისას ფილიპმა ტყვედ ჩაიგდო ჟანა დ'არკი, რომელმაც თითქმის მთლიანი საფრანგეთი "გაწმინდა" ინგლისელებისგან. მოგვიანებით, ფილიპმა ჟანა ინგლისის მეფეს მიჰყიდა, რომელმაც იგი ცოცხლად დაწვა. თუმცაღა, 1435 წელს ფილიპმა ინგლისთან ალიანსი დაარღვია, როდესაც მან ხელი მოაწერა არას ხელშეკრულებას, რითაც იგი ფრანგების მხარეს გადადიოდა და შარლ VII-ს საფრანგეთის მეფედ სცნობდა.

მისი ეს ქმედება, დიდი ხნის მანძილზე გაკიცხვის საგანი იყო. შარლ VII და მისი შთამომავლები ბურგუნდიას ფრანგულ მიწებად მიიჩნევდნენ და მისი შემოერთება სურდათ, ფილიპმა კი ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფრანგების გული მოეგო. ამით ბურგუნდიას კიდევ ცოტა ხანს შეუნარჩუნა სუვერენიტეტი. შესაძლოა ითქვას, რომ ამით ერთმანეთს გადამტერებული ვალუები შერიგდნენ და ერთიანი მონარქია ჩამოაყალიბეს.

შედეგაც, ფილიპი თავს დაესხა ინგლისელთა კონტროლირებად ფრანგულ საპორტო ქალაქ კალეს, თუმცა ეს ალყა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც 1439 წელს ფილიპსა და შარლს შორის კვლავ დიდი უთანხმოება ჩამოაგდო. ამის საპასუხოდ, მომდევნო წელს, ფილიპმა ხელი შეუწყო ფრანგი დიდგვაროვნების აჯანყებას მეფის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც პრაგერია. თუმცაღა დოფინმა ლუიმ და მეფე შარლმა დიდგვაროვნების გადმობირება მარტივად მოახერხეს.

გაფართოვება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე ძალიან აქტიურად ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკასა და ასწლიან ომში, იგი თავისი მმართველობის ძირითად დროს მაინც ბურგუნდიასა და მის გაფართოვებას უთმობდა. 1429 წელს დაიქვემდებარა ნემურის საგრაფო, 1433 წელს კი მიიერთა ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიისა და ფრიზიის საგრაფოები. 1430 წელს მან მემკვიდრეობით მიიღო ბრაბანტისა და ლიმბურგის საგრაფოებიც. 1443 წელს კი ადის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტახტზეც. 1456 წელს ფილიპმა შესძლო თავისი უკანონო ვაჟის უტრეხტის ეპისკოპოსად დასმა. გასაკვირი არცაა, რომ 1435 წელს მას "დასავლეთის დიდი ჰერცოგი" შეარქვეს.

1463 წელს ფილიპმა თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს დაუთმო. ამავე წელს მან შექმნა ტერმინი ნიდერლანდები, თუმცა მაშინ ეს უფრო მეტად ფრანგული სახელმწიფო იყო, რომელიც ვალუას დინასტიას ექვემდებარებოდა და პატარ-პატარა საჰერცოგოებად და საგრაფოებად იყოფოდა. 1465 და 1467 წლებში მან სასტიკად ჩაახრშო ლიეჟის აჯანყება.

ფილიპ III გარდაიცვალა 1467 წელს ბრიუგეში, ფლანდრიაში, 70 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მის მშობლიურ დიჟონში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა იქორწინეს მამა დედა დინასტია
Michelle of Valois Duchess of Burgundy.jpg მიშელი 11 იანვარი, 1395,

პარიზი, საფრანგეთი

8 ივლისი, 1422,

გენტი, ფლანდრია,

(27 წლის)

ივნისი, 1409 შარლ VI, საფრანგეთის მეფე იზაბელა ბავარიელი ვალუები
Portrait of Bonne of Artois.jpg ბონა 1396,

არტუა, საფრანგეთი

17 სექტემბერი, 1425,

დიჟონი, ბურგუნდია

(27-28 წლის)

30 ნოემბერი, 1424 ფილიპი, ოს გრაფი მარი დე ბერი არტუები
Rogier van der Weyden (workshop of) - Portrait of Isabella of Portugal.jpg ისაბელა 22 თებერვალი, 1397,

ევორა, პორტუგალია

17 დეკემბერი, 1471,

დიჟონი, ბურგუნდია,

(74 წლის)

7 იანვარი, 1430 ჟუან I, პორტუგალიის მეფე ფილიპა ლანკასტერი ავისები

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპს თავის პირველ და მეორე ცოლებთან შვილები არ ჰყოლია, თუმცა თავის მესამე მეუღლესთან, ისაბელ პორტუგალიელთან ჰყავდა სამი ვაჟი:

  1. ანტუანი (1430—1432), შაროლუას გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ჟოზე (1432), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. შარლი (1433—1477), ფილიპეს მემკვიდრე ყველა სამფლობელოში, მამის მსგავსად იქორწინა სამჯერ: პირველად კატრინ დე ვალუაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ იზაბელ დე ბურბონზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მარგარეტ იორკელზე. მეორე ცოლისაგან ჰყავდა მხოლოდ ერთი ქალიშვილი, მარია ბურგუნდიელი, რომელიც მამის შემდეგ ავიდა ტახტზე;

ჩვენთვის ცნობილი 24 საყვარლისაგან, ფილიპს სულ შვიდი უკანონო შვილი ჰყავდა:

  1. კორნელი (1420—1452), ლუქსემბურგის გენერალ-გუბერნატორი, მოკლეს ქალაქ გენტთან გამართულ ბაზელის ბრძოლაში;
  2. ანტუანი (1421—1504), ლა-როშელის ლორდი, ცოლად შეირთო მარი დე ლა ვიესვილი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. დავიდი (1427—1496), უტრეხტის ეპისკოპოსი;
  4. ანა (1435—1508), თავისი ძმის შვილის, მარია ბურგუნდიელის აღმზრდელი, ცოლად გაჰყვა რავენშტეინის ლორდ ადოლფ კლეველს;
  5. რაფაელი (1437—1508), გენტისა და ოლდენბურგის არქიეპისკოპოსი;
  6. ბალდვინი (1446—1508), ფალეს ლორდი;
  7. ფილიპი (1464—1524), უტრეხტის ეპისკოპოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blockmans, W.; Prevenier, W. (1999). Edward Peters, ed. The Promised Lands: The Low Countries Under Burgundian Rule, 1369–1530. Translated by Elizabeth Fackelman. University of Pennsylvania Press. ISBN 978-0-8122-1382-9.
  • Campbell, Lorne (1998). National Gallery Catalogues: The Fifteenth Century Netherlandish Schools. National Gallery company. ISBN 978-1-85709-171-7.
  • Gillespie, Alexander (2017-08-24). The Causes of War, Volume 3: 1400 CE to 1650 CE. Hart Publishing. ISBN 978-1-84946-646-2.
  • Kren, Thomas; McKendrick, Scot, eds. (2003). Illuminating the Renaissance: The Triumph of Flemish Manuscript Painting in Europe. J. Paul Getty Museum; Royal Academy of Arts. ISBN 978-1-903973-28-8.
  • Putnam, Ruth (1908). Charles the Bold, last Duke of Burgundy, 1433–1477. G. P. Putnam's Sons. LCCN 08006627. OCLC 671311.
  • Vale, M. (1974-10-01). Charles VII. University of California Press. ISBN 978-0-520-02787-9.
  • Vaughan, Richard (2004). Philip the Good: The Apogee of Burgundy. Boydell Press. ISBN 978-0-85115-917-1.
  • Vaughan, Richard (2005). John the Fearless: The Growth of Burgundian Power. Boydell Press. ISBN 978-0-85115-916-4.