ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში (ინგლ. Philip C. Jessup International Law Moot Court Competition) არის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული შეჯიბრება მსოფლიოში. იგი იზიდავს მონაწილეებს 500-ზე მეტი სამართლის სკოლიდან მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრება წარმოადგენს სახელმწიფოებს შორის დავის განხილვის სიმულაციას საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. შეჯიბრება ატარებს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ფილიპ ჯესაპის სახელს. შეჯიბრების ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ILSA).