ფილიპ შერიდანი
იერსახე
| ფილიპ ჰენრი შერიდანი | |
|---|---|
| Philip Henry Sheridan | |
|
| |
| მეტსახელი | „პატარა ფილი“, „ამერიკელი მიურატი“ |
| ეროვნება | ამერიკელი |
| დაბადების თარიღი | 6 მარტი, 1831 |
| დაბადების ადგილი | ალბანი, ნიუ-იორკის შტატი |
| გარდაცვალების თარიღი | 5 აგვისტო, 1888 |
| გარდაცვალების ადგილი | ნოსკუიტი, ბრისტოლის საგრაფო, მასაჩუსეტსი |
| კუთვნილება |
|
| ჯარის სახეობა | კავალერია |
| სამხედრო სამსახურის წლები | 1853—1888 |
| წოდება | არმიის გენერალი |
| ბრძოლები/ომები | აშშ-ის სამოქალაქო ომი |
ფილიპ ჰენრი შერიდანი (ინგლ. Philip Henry Sheridan, დ. 6 მარტი, 1831 — გ. 5 აგვისტო, 1888) — ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, აშშ-ის არმიის ოფიცერი და არმიის გენერალი, მონაწილეობდა აშშ-ის სამოქალაქო ომში.
ვესტ-პოინტის სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორეგონის საკავალერიო პოლკში შევიდა და მონაწილეობდა ინდიელ ტომთა მიმართ გამართულ ომში. სამოქალაქო ომის დაწყების გადავიდა ფედერალურ არმიაში. 1883 წელს დაინიშნა აშშ-ის არმიის მთავარმმართველად, უილიამ შერმანის ნაცვლად. დატოვა საინტერესო მემუარები, რომელიც 1888 წელს გამოიცა ნიუ-იორკში, სახელწოდებით „Personal Memoirs“. 1888 წელსვე მიენიჭა აშშ-ის არმიის გენერლის წოდება.