ფილიპ პიტიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპ პიტიტი

ფილიპ პიტიტი
მშობლიური სახელი Philippe Petit
დაბადების თარიღი 13 აგვისტო 1949
ეროვნება საფრანგეთი

ფილიპ პიტიტი (დ. 13 აგვისტო, 1949) — ფრანგი ბაგირზე მოსიარულე არტისტი, რომელმაც დიდება მოიპოვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის კოშკებზე და 1971 წლის 7 აგვისტოს, ნიუ-იორკში, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებს შორის ბაგირზე სიარულით. ფილიპი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში იმით, რომ მან უნებართვოდ გააბა ბაგირი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ერთი კოშკიდან მეორეზე, მას ხელში 25 კილიოგრამიანი ბალანსირების ბოძი ეჭირა და მოახერხა, რომ ბაგირზე დაზღვევის გარეშე გასულიყო, მისი პერფორმანსი 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფილიპმა 9-ჯერ შეძლო ბაგირზე გავლა. ამის შემდეგ იგი დააკავეს, მაგრამ მას ყველა ბრალდება მოუხსნეს იმ პირობით, თუ ცენტრალ პარკში ბავშვებისთვის გაივლიდა ბაგირზე. წლების განმავლობაში ფრანგი არტისტი ცხოვრობდა ნიუ-იორკში და მართავდა წარმოდგენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]