ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი
Philip Stanhope, 4th Earl of Chesterfield.PNG
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1694(1694-09-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 24 მარტი, 1773(1773-03-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
საქმიანობა დიპლომატი და პოლიტიკოსი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Union flag 1606 (Kings Colors).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი ტრინიტი-ჰოლი
ჯილდოები Order of the Garter
მეუღლე Melusina von der Schulenburg, Countess of Walsingham[9]
პარტნიორ(ებ)ი Madelina Elizabeth du Bouchet
შვილ(ებ)ი Philip Stanhope[9]

ლორდი ჩესტერფილდი (დ. 22 სექტემბერი, 1694, ლონდონი — გ. 24 მარტი, 1773) — ინგლისელი დიპლომატი, ორატორი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. ცნობილი ინგლისურ ლიტერატურაში თავისი ეპისტოლარული მემკვიდრეობით წერილები ვაჟიშვილს.

„წერილები ვაჟიშვილს“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წერილები ვაჟიშვილს“ ეხება სწავლა-აღზრდის, ზნეობის, ეთიკის საკითხებს. ჩესტერფილდი იყო ინგლისური არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელი. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამა კი მის აღზრდაში საერთოდ არ მონაწილეობდა, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩესტერფილდის თბილი დამოკიდებულება ვაჟისადმი. წერილების სერია ჩესტერფილდმა სწორედ თავის ერთადერთ ვაჟს უძღვნა. იგი შვილს უსახავდა სამ მთავარ ამოცანას:

  • მოეხადა ვალი ღვთისა და კაცის წინაშე;
  • შეეძინა დიდი ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან (განსაკუთრებულად ისტორიას, მწერლობას, კლასიკურ ენებს გამოყოფს);
  • ყოფილიყო კარგად აღზრდილი, რის გარეშეც, განსწავლულობის მიუხედავად, აუტანელი იქნებოდა საზოგადოებისათვის. [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]