ფილიპე მამფორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე დიმიტრის ძე მამფორია (დ. 25 ოქტომბერი, 1904, სოფელი ჩხოროწყუ — გ. 16 დეკემბერი, 1984) — აფხაზი საბჭოთა ბიოლოგი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სკკპ წევრი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე მამფორია დაიბადა 1904 წლის 25 ოქტომბერს სოფელ ჩხოროწყუში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. 1925 წელს დაამთავრა ქუთაისის საოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ხოლო 1932 წელს სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი. 1935 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1938 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1955 წლამდე მუშაობდა სელექცია-მეთესლეობის კათედრის დოცენტად. 1948-1955 წლებში შეთავსებით მუშაობდა ტენიან-სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სასელექციო სადგურის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში.

1953 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1955 წელს სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, ჯერ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების, შემდეგ გენეტიკისა და სელექციის კათედრის გამგედ , 1982 წლიდან ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტად. 1957-1964 წლებში ფ. მამფორია იყო სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტის დეკანი.

ფ. მამფორიას მიერ ჩატარებული იყო ვრცელი და მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომლებიც ძირითადად მიმართული იყო ყინვისა და მალსეკოგამძლე ციტრუსოვანთა ახალი ჯიშების შექმნისაკენ. მის მიერ შექმნილი იყო ციტრუსოვანთა უნიკალური ფონდი.

დიდი რაოდენობის სელექციური მასალიდან პროფესორ ფ. მამფორიას მიერ ჯიშთგამოცდის სახელმწიფო კომისიას გადაეცა ციტრუსოვანთა 7 ახალი ჯიში, რომელთა შორის აღსანიშნავი იყო ლიმონი „დიოსკურია“, რომელიც ხასიათდებოდა შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობით, მალსეკოსადმი იმუნიტეტით, უხვი მსხმოიარობით, კარგი ხარისხის ნაყოფებით, რამაც განაპირობა მისი სწრაფად დანერგვა წარმოებაში. შრომისათვის „ლიმონის ახალი ჯიშის — „დიოსკურიას“ გამოყვანა და დანერგვა საქართველოს სსრ წარმოებაში“ მას მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორ ფ. მამფორიას ფართო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, მისი ორიგინალური მეთოდების და თეორიული განზოგადოებების შედეგები ასახულია 40-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში. მისი კაპიტალური შრომებიდან აღშანიშნავია:

  • სელექცია-მეთესლეობის თეორიული საფუძვლები;
  • ციტრუსოვნებისა და ზოგიერთი სხვა ნარინჯოვანის წარმოქმნის, ზრდის, განვითარებისა და ფორმათა წარმოშობის თავისებურებანი;
  • მცენარეთა ვეგეტაციური ჰიბრიდიზაციის პრობლემა;
  • სუბტროპიკულ მცენარეთა სელექცია;
  • ფორმათა წარმოშობის ბიოლოგიური სისტემა ნარინჯოვანთაშორეული სიიმატური ჰიბრიდიზაციის მაგალითზე.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი ფ. მამფორია მრავალი წლის განმავლობაში იყო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მონაწილე ექსპერიმენტალური მასალების ფართო ჩვენებით. დაჯილდოვებული იყო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №243 (11860), 20 დეკემბერი, 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]