ფილიპე ბრიტუ-ე-ნიკოტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Namban Elefante Filipe de Brito 1.jpg

ფილიპე ბრიტუ-ე-ნიკოტე (პორტ. Filipe de Brito e Nicote; გ. 1613) — ფრანგული წარმოშობის პორტუგალიელი ავატიურისტი. თავდაპირველად მსახურობდა არაკანელების სამხედრო სამსახურში, 1599 წელს დანიშნეს სირიამის გუბერნატორად, მოგვიანებით კი გახდა ქვემო ბირმის (მიანმარი) სრულუფლებიანი მმართველი. სიკვდილით დასაჯეს ბირმელებმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე ბრიტუ დაიბადა ლისაბონში წარმოშობით ფრანგი ჟIულ ნიკოს ოჯახში[1]. იგი მუშაობდა პორტუგალიურ გემზე იუნგად, რომელიც შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაემგზავრა. აქ კი ჩადგა არაკანის სახელმწიფოს მმართველის მინიაზატუს სამსახურში, სავარაუდოდ XVI საუკუნის 70-იან წლებში. არაკანელთა ხელმძღვანელობით დე ბრიტუმ ჩამოაყალიბა პორტუგალიელ დაქირავებულთა არმია (ადგილობრივი მოსახლეობა მათ ფერიგებს უწოდებდნენ, რაც „ფრანკებს“ აღნიშნავდა). 1599წ ელს პორტუგალიელი დაქირავებულებისა და ბირმის სამხრეთით მცხოვრები მონების ხალხთა არმიამ, რომელსაც ფილიპე ბრიტუ-ე-ნიკოტე ხელმძღვანელობდა, დაიპყრეს ერთ-ერთი უმთავრესი ნავსადგური ტანლინი (სირინამი), რომელიც თანამედროვე მიანმარის სამხრეთით მდებარეობდა და რაკჰაინის მმართველმა პორტუგალიელი მის გუბერნატორად დანიშნა. შემდეგ მან ამ დაპყრობილ ტერიტორიაზე შეაჩერა მინიაზატუს მმართველობა, არაკანების სამეფოს ჩინოვნიკებიუ გააძევა ქალაქიდან, შეუწყვიტა ხარკის გადახდა და ნავსადგურთან ააშენა ციხესიმაგრე, რომელსაც უწოდა სანტიაგო. ამის საპასუხოდ, თავადმა რაკჰაინამ აჯანყებულ დაქირავებულთა წინააღმდეგ გაგზავნა საზღვაო ფლოტი, მაგრამ დე ბრიტუმ დაამარცხა იგი და ტყვედ ჩაიგდო მათი მეთაური, პრინცი მინკჩამაუნა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც დიდი გამოსასყიდი გადაუხადეს.

1600 წელს, ფილიპე ბრიტუ პორტუგალიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაემგზავრა გოაში თავისი უფლებამოსილების დასამტკიცებლად, სადაც იქორწინა გუბერნატორ დე სალდანიას ძმისწულზე.

ფილიპე ბრიტუ-ე-ნიკოტეს სახელთან დაკავშირებულია პორტუგალიის იმპერიის კოლონიალური ექსპანსიის გაძლიერება რეგიონში. იგი აკონტროლებდა მარილის, იარაღისა და ქსოვილის ვაჭრობას მთელ რეგიონში, გაავრცელა თავისი ხელისუფლება მდინარე ირავადის დელტაზე დაგონამდე. მაგრამ ვერ შეძლო ბირმის ცენტრალურ რაიონში შესვლა. ასევე ჩაკეტა ბირმის სანაპიროები უცხოელთა გემებისათვის. ბირმული წყაროების თანახმად, მან ქვეყნიდან გაიტანა დიდი სიმდიდრე, მოაქცია ადგილობრივი მოსახლეობა კათოლიციზმზე, გაანადგურა ბუდისტური პაგოდები და ტაძრები. კერძოდ, ცნობილია, რომ პორტუგალიის ჯარებმა 1608 წელს გაძარცვეს ცნობილი პაგოდა შვედაგონი და იქიდან სამასტონიანი ზარი მოპარეს. ზარი ჩაძირეს ათი მეტრის სიღრმეზე, მდინარე იანგონის ტალახიან ფსკერზე და მას შემდეგ დაკარგულად მიიჩნევა.

1610 წელს ბირმელი მმართველი ანაუფჰელუნი შეეცადა თაგისი მფარველობის ქვეშ გაეერთიანებინა ქვეყანა, დაიპყრო ტაუნგი, დაამხო თავისი ბიძაშვილი ნათშინაუნგა, რომელიც მართავდა ამ მხარეს გუბერნატორის ტიტულით.

1613 წელს ფილიპე დე ბრიტუ და ნათშინაუნგა მეფე ანაუფჰელუნის ჯარებს ალყაში მოიქცევენ. 1613 წლის სექტემბერში ქალაქის 34-დღიანი ალყის შემდეგ, „პორტუგალიელმა მეკობრეები“ პეგუდან გააგდეს. ფილიპე დე ბრიტუ დასაჯეს სასტიკი წესით, სარზე გასვეს და ასე დატოვეს სამი დღე-ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც ავანტიურისტის თავი შუბზე წამოაგეს და ყველას დასანახად გამოფინეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danvers, Frederick Charles, The Portuguese in India. London, 1966.
  • Harvey, G. E., A History of Burma. n.p., 1967.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]