ფილიპე ბერიძე
ფილიპე ევსევის ძე ბერიძე (დ. 1932, სოფელი მერჯევი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 2 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართულილიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი მეცნიერული და შემოქმედებითი ინტერესები მოიცავდა ლიტერატურათმცოდნეობას, კრიტიკას ესთეტიკას, პოეტიკას, ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრულ თარგმნაში. ახალგაზრდა მეცნიერის შრომებისათვის ნიშანდობლივია კვლევის მაღალი კულტურა და ფართო ერუდიცია. ამის ჩინებული მაგალითია ავტორის წიგნი: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.
ფილიპე ბერიძის ათეულობით ნაშრომისა თუ სტატიას გვერდს უმშვენებს ალექსანდრე ბელოკის, ლესია უკრაინკას, ედგარ პოს, რობერტ ბერნსისა და სხვათა ქმნილებების შესანიშნავი ქართული თარგმანები. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამომცემლობებში, მისი რედაქტორობით გამოვიდა არაერთი საყურადღებო წიგნი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 85, თბ., 1994