შინაარსზე გადასვლა

ფილიპე ბეთლემელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე ბეთლემელი (X ს.) — ქართველი ჰიმნოგრაფი. სინის მთის ხელნაწერებმა შემოგვინახეს მისი ერთადერთი საგალობელი, რომლის კიდურწერილობაცაა „ფილიპე ბეთლემი“.[1] ამ საგალობელში ფილიპე ბეთლემელი ხოტბას ასხამს ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობას ბეთლემში. ნაწარმოებს ლაიტმოტივად სდევს ავტორის ვედრება ღვთისმშობლისადმი.[2]

ეს საგალობელი შედგება 13 ტაეპისგან; ყოველი ტაეპის ბოლო სიტვა წოდებით ბრუნვაში არის დასმული. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსად, თითოეულ ტაეპში გვხვდება 16 მარცვალი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჯერ არ გვხვდება საბოლოოდ ჩამოყალიბებული 16-მარცვლიანი საზომი, ამ საგალობლით დასტურდება ამ სალექსო ფორმის ჩანასახის არსებობა X საუკუნეში.[3]

  1. (2011) რედ. ნათელა ჯოლოხავა, აკაკი ბრეგაძე: ქართველ მწერალთა ცხოვრების ზა. "ციცინათელა", გვ. 248. ISBN 978-9941-9077-9-1. 
  2. (2011) რედ. ნათელა ჯოლოხავა, აკაკი ბრეგაძე: ქართველ მწერალთა ცხოვრების გზაზე, გვ. 248. ISBN 978-9941-9077-9-1. 
  3. (2011) რედ. ნათელა ჯოლოხავა, აკაკი ბრეგაძე: ქართველ მწერალთა ცხოვრების ზა. "ციცინათელა", გვ. 248-249. ISBN 978-9941-9077-9-1.