შინაარსზე გადასვლა

ფილიბასტერის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიბასტერის ომი
თარიღი 1855-1857
მდებარეობა ცენტრალური ამერიკა
მიზეზი უილიამ უოკერის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი მმართველობის დამყარება
შედეგი ფილიბასტერების დამარცხება
მხარეები
ფილიბასტერები ცენტრალური ამერიკის ქვეყნების კოალიცია
მეთაურები
უილიამ უოკერი რამონ ბელიოსო
ფილიბასტერის ომი ვიკისაწყობში

ფილიბასტერის ომი (ასევე ცნობილი როგორც უოკერის ავანტიურა) — სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 1855–1857 წლებში ცენტრალურ ამერიკაში მიმდინარეობდა. მასში აშშ-დან ჩასული ავანტიურისტი უილიამ უოკერი და მისი მხარდამჭერი ფილიბასტერები ნიკარაგუასა და სხვა ცენტრალურ ამერიკულ სახელმწიფოებთან ბრძოლაში ჩაერთნენ[1].

1838 წელს ნიკარაგუამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1850 წელს კლეიტონ-ბულვერის ხელშეკრულებით აშშ და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, არ ჰქონოდათ ექსკლუზიური კონტროლი ცენტრალურ ამერიკაში მომავალი არხის ტერიტორიებზე. 1854 წელს ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალებს შორის.

ლიბერალურმა ელიტამ დახმარებისთვის მიმართა უილიამ უოკერს, რომელმაც სან-ფრანცისკოდან 1855 წელს 56 კაცი ჩამოიყვანა. ადგილობრივებისა და სხვა ამერიკელების შემოერთების შემდეგ, მან სამხედრო წარმატებებს მიაღწია. 1855 წლის ოქტომბერში გრანადა დაიპყრო და ნიკარაგუაში პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა.

უოკერი 1856 წლის ივლისში პრეზიდენტი გახდა და ამერიკანიზაციის პოლიტიკა დაიწყო. ინგლისური ენა ოფიციალურ ენად გამოცხადდა, ხელახლა შემოიღო მონობა, ქონების კონფისკაცია დაიწყო. მან ასევე ნიკარაგუის დაპყრობა სცადა, რამაც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგობა გამოიწვია.

ჰონდურასმა, სალვადორმა, გვატემალამ და კოსტა-რიკამ კოალიცია შექმნეს. კოსტა-რიკის არმიამ უოკერი დაამარცხა სანტა-როზასა და რივასის ბრძოლებში. ქოლერის ეპიდემიამ დამატებითი ზიანი მიაყენა უოკერის არმიას. 1857 წლის 1-ლ მაისს უოკერი დანებდა აშშ-ის საზღვაო ძალებს და ნიკარაგუა დატოვა.

კონფლიქტმა 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცენტრალური ამერიკის მოსახლეობაში მსხვერპლი ბევრად უფრო დიდი იყო, ძირითადად ქოლერის ეპიდემიის გამო.

  1. УО́КЕРА АВАНТЮ́РА