შინაარსზე გადასვლა

ფილელინიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეჟენ დელაკრუას „სისხლისღვრა კუნძულ ქიოსზე“ ფრანგული ფილელინიზმის გამოხატულებაა.

ფილელინიზმი (ბერძ. „Φιλελληνισμός" — „ბერძნების სიყვარული") — ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც ძირითადად XIX საუკუნის დასაწყისში სარგებლობდა პოპულარობით. ამ გრძნობებმა ხელი შეუწყო იმ განწყობების ჩამოყალიბებას, რომელმაც ევროპელები, რომელთა რიგებში იყვნენ ლორდ ბაირონი, შარლ ნიკოლა ფაბვიე და რიჩარდ ჩერჩი, ოსმალეთის იმპერიისგან საბერძნეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ უბიძგა.

გვიანდელი XIX საუკუნის ევროპული ფილელინიზმი ძირითადად კლასიცისტების შორის გვხვდებოდა.