ფილა ბრაზილეირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილა ბრაზილეირო
წარმოშობის ქვეყანა ბრაზილია
თვისებები
წონა მამრი 50 კგ.
მდედრი 40 კგ.
სიმაღლე მამრი 65-75 სმ.
მდედრი 60-70 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ფილა ბრაზილეირო (პორტ. Fila brasileiro) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ბრაზილიაში XIX საუკუნეში.

ეს ძლიერი მასტიფი ორი ადგილობრივი ბრაზილიური ჯიშის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის მიიღეს ესპანური და პორტუგალიური მასტიფების და ბლადჰაუნდების შეჯვარებით დაკარგული შინაური ცხოველების მოსაძებნად და სანადიროდ. ფილა ბრაზილეირო ძლიერი, შთამბეჭდავი გარეგნობის მქონე ძაღლია და პატრონის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა, თუმცა ზოგჯერ ეჭვით უყურებს უცნობებს.

ბლადჰაუნდთან მას აერთიანებს გრძელი დრუნჩი, დანაოჭებული კანი და მეძებრის შესანიშნავი თვისებები. როდესაც ფილა ბრაზილეირო ნადირს მიაგნებს, თავს არ ესხმის, არამედ მონადირეს ელოდება. ამ შესანიშნავმა თვისებამ ძალიან გაზარდა ფილა ბრაზილეიროს პოპულარობა ბრაზილიაში მონობის დროს, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ პატრონთან გაქცეული მონების დაუზიანებლად დაბრუნება.

ფილა ბრაზილიეროს გარეგნობამ და მისმა მუშა თვისებებმა განაპირობა მისი გავრცელება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს ჯიში აკრძალულია პოტენციური აგრესიულობის გამო. ფილა ბრაზილეიროს აქვს ძლიერი, სწორი ზურგი, ძალიან სქელი კისერი. ბალანი მოკლეა, ხშირი, გლუვი და რბილი. შეიძლება მრავალნაირი შეფერილობის იყოს. ძნელად ეგუება ქალაქის პირობებს და ბავშვებს. კარგად იტანს სიცივეს და სიცხეს, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: