ფილარმონიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება — დაარსდა თბილისში 1905 წელს. საზოგადოების წესდების შემადგენელი და აქტიური მოღვაწე იყო ზაქარია ჩხიკვაძე. წესდება დამტკიცდა პეტერბურგში 1904 წელს. ფილარმოიული საზოგადოების წევრები იყვნენ ია კარგარეთელი, ზაქარია ფალიაშვილი, ფილიმონ ქორიძე, ანდრია ყარაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და სხვები. საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს იოსებ სულხანიშვილი. საზოგადოების მიზანი იყო ეროვნული მუსიკის შეკრება-გავრცელება ქართული ჰანგების ვოკალური და საკრავიერი დამუშავება. ქართული პროფესიული კადრების აღზრდა, მუსიკალური კოლექტივების გასტროლების ორგანიზება. ქართული მუსიკის მეცნიერულად შესწავლა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა. საზოგადოებასთან ჩამიყალიბდა სამუსიკო სკოლა, ქალთა და ვაჟთა გუნდი (კაპელა), სასულიერო გუნდი. შემოქმედებითი კავშირი ჰქონდა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, ოპერასა და დრამატულ თეატრებთან, თბილისის ქართულ გიმნაზიანსთან. დგამდა ქართულ ოპერებს. იარსება 1919 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 872