შინაარსზე გადასვლა

ფიის წმინდა თევდორეს ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიის წმინდა თევდორეს ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული წარწერა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიის წმინდა თევდორეს ეკლესიაში. თარიღდება 995 წლით.

წმინდა თევდორეს ეკლესიის ტრაპეზზე ამოღარულია ექვსსტრიქონიანი წარწერა:

  1. სხლითა ღთა მე ჩ
  2. ქრმნ და ძმთ
  3. ა ჩემთა დავ
  4. დგით ესე ეკლეს–
  5. ჲ ქრკნი იყო
  6. სიე

ანუ:

  1. სახელითა ღმრთისაჲთა მე ჩ–
  2. ქარმან (?), და ძმათ–
  3. ა ჩემთა დავ–
  4. დგით ესე ეკლეს–
  5. იაჲ. ქრონიკონი იყო
  6. სიე

გრაფემა ნუსხურად არის დაწერილი (შდრ. ახალსოფლის ეკლესიის წარწერა). საკუთარ სახელს (ჩქარმან? ჩექურმან?) დაერთვის მოთხრობითი ბრუნვის მან ნიშანი. საინტერესოა გამოთქმა: დავდგით ესე ეკლესიაჲ.

წარწერა თარიღიანია: ქრონიკონი სიე = 215, რასაც ემატება 780. შესაბამისად წარწერა 995 წლით განისაზღვრება.

  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 270
  • კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 57
  • ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959, გვ.25-27
  • გ. გაფრინდაშვილი, 995 წ. ხუროთმოძღვრული ძეგლი ნასოფლარ ფიაში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1956, ტ. XVII, N8, გვ.761-768
  • გ. ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 221-224