ფიზიოლოგიური ადაპტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

ფიზიოლოგიური ადაპტაცია — ფიზიოლოგიურ რეაქციათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს მისი შინაგანი გარემოს შეფარდებითი მუდმივობის — პომეოსტაზის შენარჩუნებას. ფიზიოლოგიური ადაპტაციის შედეგად მატულობს ორგანიზმის მდგრადობა სიცივის, სითბოს, ჟანგბადის ნაკლებობის, ბარომეტრული წნევის დაქვეითებისა და სხვა ფაქტორებისადმი. ფიზიოლოგიური ადაპტაციის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის თვითრეგულირების პროცესებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაგებისათვის. ფიზიოლოგიური ადაპტაციის საკითხების გამოკვლევას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს კოსმოსში ადამიანის ფრენასთან დაკავშირებით. ზოგად არასპეციფიურ რეაქციებს, რომლებითაც ორგანიზმი უპასუხებს მნიშვნელოვანი ინტენსივობის გაღიზიანებას, ადაპტაციური სინდრომი ეწოდება. უჩვეულო, ექსტრემალური პირობებისადმი ფიზიოლოგიური ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე სტადიად ან ფაზად: დასაწყისში ჭარბობს დეკომპენსაციის (ფუნქციების დარღეევის) მოვლენები, შემდეგ არასრული შეგუება ორგანიზმის მიერ იმ მდგრადი მდგომარეობის ძიება, რომელიც შეესაბამება ახალ გარემო პირობებს და, ბოლოს, შედარებით მდგრადი შეგუების ფაზა. ორგანიზმის ფიზიოლოგიური ადაპტაციის მაგალითია აკლიმატიზაცია — ორგანიზმის შეგუება სასუნთქ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითებისადმი; მაგალითად, მაღალი მთის პირობებში ან ერთბაშად დიდ სიმაღლეზე აფრენისას თავს იჩენს ე. წ. სიმადლის დაავადების სიმპტომები; ქოშინი, გაძლიერებული და აჩქარებული გულისცემა, თავბრუ, თავის ტკივილი, გულისრევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლის დენა. ჟანგბადით თავის ტვინის მომარაგების შემცირებას ზოგჯერ თან სდევს ფსიქიკური აგზნება (ევფორია), ცნობიერების დაკარგვა და ა. შ. ადაპტაციის შედეგად ეს მოვლენები სუსტდება და ქრება: ორგანიზმი ეგუება სასუნთქ ჰაერში განგბადის დანაკლისს; თანდათან წესრიგდება ქნოვილებისათვის ჟანგბადის გაძლიერებულად მიწოდება, რასაც საფუძვლად უძევს სენთქვისა და სისხლის მიმოქცევის სისტემათა მოქმედების გაძლიერება, სისხლში ერითროციტების რაოდენობის მნიშვნელოვნად მომატება (ადამიანში 4-5 მლნ-იდან 8 მლნ-მდე 1 მლ-ში), ერითროციტებში ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის მიერთების უნარის გაზრდა და სხვ.

ფიზიოლოგიური ადაპტაციის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცელილებები ეხება როგორც სუბუჯრედულ-მოლეკულურ დონეს, ისე მთლიან ორგანიზმს. ფიზიოლოგიური ადაპტაციის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს წვრთნას ცალკეული ფაქტორის ზემოქმედებისა და საერთოდ გარემო პირობების ცვლასთან (მაგალითად, სიმაღლის, სიჩქარის მომატებისა და სხვათა ზემოქმედების) შესაგუებლად. წვრთნის შედეგად კოსმონავტები უვეთ იტანენ გადატვირთვას კოსმოსური ფრენის დროს. ფიზიოლოგიური ადაპტაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის რეაქტიულობას, მის საწყის ფუნქციურ მდგომარეობას (ასაკი, წვრთნის ხარისხი), რომელთა მიხედვით იცვლება ორგანიზმის საპასუხო რეაქციები სხვადასხვაგვარი ზემოქმედებისადმი. ფიზიოლოგიური ადაპტაციის პროცესში ვლინდება ნერვული სისტემის პლასტიკურობა, რაც ხელს უწყობს შეცელილ გარემო პირობებთან ორგანიზმის კონტაქტისა და წონასწორობის აღდგენას.

განმეორებითი და შედარებით ხანგრძლივი ექსტრემალური ზემოქმედება ნორმალურ ცხოველმოქმედებასთან ერთად იწვევს ფუნეციების ადაპტაციურ გარდაქმნას, რაც აფართოებს ორგანიზმის საცხოვრებელი გარემოს საზღვრებს. ფიზიოლოგიური ადაპტაციის შემდეგ საწყის მდგომარეობაში ორგანიზმის დაბრუნებას დეზადაპტაცია ეწოდება.

ამა თუ იმ ორგანოს ადაპტაციის შედეგად მნიშვნელოვნად იცელება ორგანოს ან ორგანოთა სისტემების მოქმედება იმის შესაბამისად, თუ როგორია შინაგანი ან გარეგანი გარემოს ზემოქმედება. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფა და მისი ფერმენტული შედგენილობა სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ როგორია კვების ხასიათი თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ანალიზატორების ფიზიოლოგიურ ადაპტაციას, რასაც ზოგჯერ რეცეპტორთა ანუ შეგრძნების ორგანოების ადაპტაციას უწოდებენ. განუწყვეტლივ მოქმედი გამღიზიანებლის საპასუხოდ რეცეპტორის მოქმედება სუსტდება და ქრება. ვინაიდან ექსტეროცეპტორის (სხეულის ზედაპირის რეცეპტორის) ამოქმედებას ჩვეულებრივ თან სდევს შეგრძნების აღმოცენება, ამიტომ ექსტეროცეპტორთა ფიზიოლოგიური ადაპტაციის შედეგად შეგრძნება სუსტდება და ქრება. სხვადასხვა რეცეპტორის ფიზიოლოგიური ადაპტაციის უნარი სხვადასხვანაირია. ისეთ რეცეპტორებს, რომლებსაც სწრაფი ფიზიოლოგიური ადაპტაცია ახასიათებს, ფაზურ რეცეპტორებს უწოდებენ, ხოლო ისეთებს, რომლებსაც ფიზიოლოგიური ადაპტაცია. სუსტად აქვთ გამოხატული — ტონურ რეცეპტორებს.

მხედველობის ანალიზატორთა შემთხეევაში განასხვავებენ სინათლისა და სიბნელისადმი ადაპტაციას. სინათლისადმი ადაპტაციის შედეგად ქვეითდება სინათლისადმი მგრძნობელობა, ხოლო სიბნელისადმი ადაპტაციით ეს მგრძნობელობა შეიძლება რამდენიმე ათასჯერ გადიდდეს. სმენის ანალიზატორში ფიზიოლოგიური ადაპტაცია. გამოიხატება გაღიზიანების ზღურბლის ზრდით, რომელსაც იწვევს დიდი ძალის ბგერა. ფიზიოლოგიური ადაპტაცია. ვლინდება აგრეთვე კანზე სიცივის, სითბოსა და სხვ. მოქმედებით. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გამღიზიანებლის ინტენსივობის მატების სისწრაფესაც.

ფიზიოლოგიური ადაპტაციაში მნიშვნელოვანი როლი მიევუთვნება თავის ტვინის მარეგულირებელ გავლენას ორგანოთა მოქმედებაზე. იმის მიხედვით, თუ როგორია ტვინის სხვადასხვა განვოფილების ფუნქციური მდგომარეობა, ფიზიოლოგიური ადაპტაცია. სხვადასხვა ტემპითა და ხარისხით მიმდინარეობს. ამიტომ ორგანიზმის რეაქციები სხვადასხვა მოქმედების საპასუხოდ მრავალი ისეთი ფაქტორის გავლენით იცელება, რომლებიც თავის ტვინის მოქმედებაზე ახდენს გავლენას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]