ფიზალაკრიასებრნი
იერსახე
| ფიზალაკრიასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მანჭკვალა | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Physalacriaceae Corner (1970) | ||||||||||||
| ||||||||||||
ფიზალაკრიასებრნი (ლათ. Physalacriaceae) — სოკოების ოჯახი ფირფიტოვანთა (Agaricales) რიგისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. ფიზალაკრიასებრთა ოჯახში გაერთიანებულია სოკოს 23 სხვადასხვა გვარი.
ფიზალაკრიასებრთა ოჯახის უმეტესი სახეობის ნაყოფსხეული ქუდიანია, ჰიფალური სისტემა მონომიტურია, ანუ შედგება მხოლოდ გენერაციული ჰიფებისგან — თხელკედლიანი ან სუსტად გასქელებული კედლებით, ცოცხალი პროტოპლასტის შემცველი, აქტიურად მზარდი და ანასტომოზის და ბაზიდიუმის წარმოქმნის უნარის მქონე. ბაზიდიუმებს აქვთ გურზისებრი ფორმა, ორიდან ოთხამდე სტერეგმებით. ბაზიდიოსპორები ჩვეულებრივ ელიფსოიდური, ცილინდრული ან წვეთოვანი ფორმისაა, უფერო, თხელკედლიანი და არ რეაგირებენ მელცერის რეაგენტზე.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Physalacriaceae Corner. Atlas of Living Australia.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Berthier J. Les Physalacriaceae Du Globe: (Hyménomycétales clavarioïdes) (фр.). — Lubrecht & Cramer. — Vol. 98. — (Bibliotheca Mycologica). — ISBN 978-3768214247.