ფიერი
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ფიერი Fier | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ოლქი | ფიერი | ||
| კოორდინატები | 40°43′30″ ჩ. გ. 19°33′26″ ა. გ. / 40.72500° ჩ. გ. 19.55722° ა. გ. | ||
| ფართობი | 78 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 20±1 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 120 655 კაცი (მუნიციპალიტეტი, 2011) | ||
| სიმჭიდროვე | 190 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
| სატელეფონო კოდი | 034 | ||
| საფოსტო ინდექსი | 9301–9305 | ||
| საავტომობილო კოდი | FR | ||
| ოფიციალური საიტი | bashkiafier.gov.al | ||
ფიერი (ალბ. Fier) — სიდიდით მეშვიდე ქალაქი ალბანეთში, და ფიერის ოლქისა და ფიერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.[1]
მუნიციპალიტეტის ფართობია 619,9 კმ². მოსახლეობა 120 655 ადამიანი (2011 წ. აღწერა). ფიერის მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 190 კაცი/კმ²-ს.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად იხსენიება XVIII საუკუნის შუა ხანებიდან. ოფიციალურად ქალაქად ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში საუკუნეში ვრიონების გვარის მიერ (ქალაქის სტატუსი 1864 წლიდან).[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიერს ახასიათებს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. მდებარეობს მიზეკეს ვაკეზე. დასავლეთიდან აკრავს მდინარე გიანიცა, ჩრდილოეთიდან მდინარე სემანი, სამხრეთით მდინარე ვიოსა და აღმოსავლეთიდან მორავის მთები.[4]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიერის ოლქში მდებარეობს აპოლონია, ანტიკური ილირიული ძეგლი, რომელიც ქალაქიდან 25 კმ-ით არის დაშორებული.[5]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიერის საფეხბურთო კლუბია „აპოლონია“, რომელიც დაარსდა 1925 წელს.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Fier, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე- მუნიციპალიტეტის ვებსაიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fier - Porta Vendore. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
- ↑ Fier - Porta Vendore. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
- ↑ The history of Fier. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
- ↑ Fier: The Complete Guide. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
- ↑ Fier and the Apollonia temple. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
- ↑ FK Apolonia Fier - History. ციტირების თარიღი: 2024-06-04.