ივანე ფიგუროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფიგუროვსკი, ივანე)
ივანე ფიგუროვსკი
დაბ. თარიღი 3 (15) მარტი, 1865
დაბ. ადგილი პიანგუსი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 23 მარტი, 1940(1940-03-23) (75 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
საქმიანობა კლიმატოლოგი
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი

ივანე ვლადიმერის ძე ფიგუროვსკი (დ. 15 მარტი [ძვ. სტ. 3 მარტი], 1865, სოფელი პიანგუსი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი — გ. 23 მარტი, 1940, ბაქო) — რუსი კლიმატოლოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1921). აზერბაიჯანის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1935).

1893 წელს დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. 1895–1907 და 1912–1921 მუშაობდა თბილისის ფიზ. ობსერვატორიაში (1907–1912 — ირკუტსკის მაგნიტურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში). 1921 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანში (1937 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის გეოგრაფიული სექტორის ხელმძღვანელი).

ფიგუროვსკის შრომები ძირითადად ეხება კაკვასიის კლიმატოლოგიურ საკითხებს. შეისწავლა ტემპერატურის განაწილება, მთა-ხეობათა ქარი, ბრიზი, ფიონი და სხვა. პირველმა შეიმუშავა კავკასიის ჰავის დეტალური კლასიფიკაცია და მოგვცა მისი კლიმატური დარაიონება (1903–1905).

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Опыт исследования климатов Кавказа, т. 1, СПб, 1912;
  • Климаты Кавказа, Тифлис. 1919;
  • Климатическое районирование Азербайджана, ч. 1—2. Баку, 1926.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]