ფიგურალური სიტყვა-თქმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიგურალური ანუ ხატოვანი თქმა არის სიტყვა ან წინადადება, რომელიც ატარებს იდეას. ფიგურული თქმებია საქართველოში მაგალითად:წილი ნაყარია-რუბიკონი გადალახულია, ავგური ღიმილი, სიზიფეს შრომა და ასე შემდეგ.

ფიგურალური თქმები ბლომად მოიპოვება ძველ იგავ-არაკებში, ზღაპრებში, ანდაზებსა და ლექსებში. მათი ნაწილი წარმოიშვა შორეულ ეპოქაში, ნაწილი — ახლო საუკუნეებში. ფიგურალური თქმების მარაგას ამდიდრებდა სხვადასხვა დროის და ქვეყნების კულტურა.

ამ თქმებს ჰყავთ გარკვეული ავტორები. მათი წყაროა ლიტერატურული ნაწარმოებების, ისტორიულ პირთა (მწერალთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა თუ სხვათა) გამოთქმანი, წერილობითი ძეგლები. ზოგი თქმის წამოშობა დაკავშირებულია სხვადასხვა ხალხურ ჩვევებთან და რწმენებთან.

უძველესი ნაწარმოები, სადაც პირველად ვხვდებით ფიგურალურ თქმებს არის საბერძნეთის ეპოსის შედევრები: „ილიადა“, „ოდისეა“.

ფიგურალურ თქმებს ახასიათეთ უდიდესი ლაკონიურობა, აზრის გამომხატველობითობა.

ქართულ ენაში მრავალი ფიგურალური თქმა შემოსულია რუსული და ევროპული მწერლობიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიგურალურ სიტყვა-თქმათა კრებული გვ. 199, 1960.