ფეხტროპიანი მოლუსკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფეხტროპიანი მოლუსკები
Heteropoda maxima 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Heteropoda

ფეხტროპიანი მოლუსკები (ლათ. Heteropoda) — ზღვებში თავისუფლადმცურავი მუცელფეხიანების ჯგუფი წინალაყუჩიანი მოლუსკების ქვეკლასისა. მათი სხეულის სიგრძე 10 სმ (იშვიათად 50 სმ) აღწევს. უმრავლესობას ნიჟარა გადაგვარებული აქვს. მუცლის მხარეზე ფეხი გადაქცეულია ტროპისმაგვარ ფარფლად (აქედანაა სახელწოდება). მტაცებლებია, გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპკული ზონის ზღვებსა და ოკეანეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]