შინაარსზე გადასვლა

ფეხბურთი მონტენეგროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონტენეგროში ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. 2006 წლის 21 მაისს გამართული მონტენეგროს დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან ორ კვირაში, 3 ივნისს დაარსდა მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაცია.[1][2]

ფეხბურთმა მონტენეგროში გავრცელება იუგოსლავიის ნაწილად ყოფნის პერიოდში დაიწყო. 1919 წელს შეიქმნა იუგოსლავიის ფეხბურთის ფედერაცია. 2003 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა სერბეთისა და მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაცია. იუგოსლავიის ნაწილად ყოფნის პერიოდში ნაკრები ორჯერ გავიდა მსოფლიო თასის ნახევარ-ფინალში (1930, 1962) და ორგზის გახდა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (1960, 1968). პირველი მონტენეგროელი მსოფლიო თასზე იყო მეკარე მილოვან ჯაკშიჩი, რომელიც იუგოსლავიის ნაკრებში თამაშობდა და მონაწილეობა მიიღო 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მონტენეგროელი ფეხბურთელები ხშირად ხვდებოდნენ იუგოსლავიის ნაკრების და მოგვიანებით სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებში, ბევრი მათგანი იუგოსლავიის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

2006 წლის მსოფლიო თასი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებმა ერთიანი გუნდით იასპარეზეს მსოფლიო თასზე ამის შემდეგ გუნდი საბოლოოდ დაიშალა.

2006 წლის 30 ივნისს ფედერაცია გახდა ფიფას წევრი, ხოლო 2007 წლის იანვარშიუეფასი. 2007 წლის 24 მარტს ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა პოდოგრიცაში უნგრეთის წინააღმდეგ, გუნდმა ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა.[3]

მონტენეგროში არის სამი საფეხბურთო საკლუბო საფეხური კაცებში, ხოლო ერთი ქალებში. ქვეყანაში ტარდება მონტენეგროს თასი. პირველი ლიგის გამარჯვებული უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას ხოლო მე-2 და მე-3 ადგილოსნები — უეფას ევროპა ლიგაზე. 2008 წელს მონტენეგროში შეიქმნა ქალთა ლიგა, გარდა ამისა მონტენეგროში ტარდება კიდევ ერთი ქალთა ტურნირი — მონტენეგროს თასი.

დონე

ლიგები/დივიზიონები

1

მონტენეგროს პირველი ლიგა
10 გუნდი

↓↑ 1-3 გუნდი

2

მონტენეგროს მეორე ლიგა (დრუგა ლიგა)
10 გუნდი

↓↑ 2 გუნდი

3

მონტენეგროს მესამე ლიგა
24 გუნდი

დონე

ლიგები/დივიზიონები

1

მონტენეგროს ქალთა ლიგა
8 გუნდი

  1. When Saturday Comes - Montenegro. Wsc.co.uk (2012-07-09). ციტირების თარიღი: 2015-03-11.
  2. „Montenegro’s Rapid Ascent Stuns England“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-03-11.
  3. „Hey, Mirko Vucinic, Show Us Your Underalls“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-03-11.