ფეხბურთი მეგობრობისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფეხბურთი მეგობრობისთვის (რუს. ФУТБОЛ ДЛЯ ДРУЖБЫ, ინგლ. Football for Friendship) — ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სსს „გაზპრომი“. პროგრამის მიზანია ფეხბურთის საშუალებით ჩაუნერგოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებს პატივისცემა სხვადასხვა კულტურის და ეროვნების მიმართ, ჩაუნერგოს ახალგაზრდა თაობას აქტუალური ფასეულობები და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ინტერესი [1] პროგრამის ფარგლებში 12 წლის ასაკის ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან [2]

იღებენ მონაწილეობას ყოველწლიურ საერთაშორისო საბავშვო ფორუმში, მსოფლიო ჩემპიონატში „ფეხბურთი მეგობრობისთვის“, საერთაშორისო ფეხბურთისა და მეგობრობის დღის აღნიშვნაში.[3] პროგრამას მხარს უჭერს ფიფა, უეფა, გაერო, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტები, სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობა და სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პლანეტის წამყვანი კლუბები[4]. პროგრამის გლობალური ოპერატორი არის საკომუნიკაციო ჯგუფი „აგტ“ (რუსეთი)[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2013[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საერთაშორისო საბავშვო ფორუმი „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ჩატარდა 2013 წლის 25 მაისს ლონდონში. მასში მონაწილეობა მიიღო 670 ბავშვმა 8 ქვეყნიდან: ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან და სლოვენიიდან. რუსეთი წარმოადგინა 11 საფეხბურთო გუდმა რუსეთის 11 ქალაქიდან, რომლებიც მიიღებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ფეხბურთში. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულმა გუნდებმა კლუბებიდან „ზენიტი“, „ჩელსი“, „შალკე 04“, „ცრვენა ზვეზდა“, საბავშვო სპარტაკიადის გამარჯვებულები სსს „გაზპრომი“, ფესტივალ „ფაკელის“ ლაურეატები.[6]

ფორუმის დროს ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდათ თანატოლებთან სხვა ქვეყნებიდან, ცნობილ ფეხბურთელებთან, ასევე დაესწრნენ უეფას 2012/2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს „უემბლის“ სტადიონზე.[7]

ფორუმის შედეგი გახდა ღია წერილი, სადაც ბავშვებმა ჩამოაყალიბეს პროგრამის რვა ფასეულობა: მეგობრობა, თანასწორობა, სამართლიანობა, ჯანმრთელობა, მშვიდობა, ერთგულება, გამარჯვება და ტრადიციები. მოგვიანებით წერილი გაეგზავნა უეფას, ფიფას და მოკის მთავარ პირებს. 2013 წლის სექტემბერში იოზეფ ბლატერმა ვლადიმირ პუტინსა და ვიტალი მუტკოსთან შეხვედრისას დაადასტურა წერილის მიღება და განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს „ფეხბურთს მეგობრობისთვის“.[8]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეორე სეზონი ჩატარდა 2014 წლის 23-25 მაისს ლისაბონში და თავი მოუყარა 450-ზე მეტ მოზარდს 16 ქვეყნიდან: ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ხორვატიიდან. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფორუმში „ფეხბურთი მეგობრობისთვის“, ქუჩის ფეხბურთის ტურნირში და დაესწრნენ უეფას 2013/2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს.[9]

2014 წლის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქუჩის ფეხბურთში გახდა ახალგაზრდული გუნდი „ბენფიკა“ (პორტუგალია).

პროგრამის მეორე სეზონის შედეგი გახდა მოძრაობის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ლიდერის არჩევა. იგი გახდა ფილიპე სუარესი პორტუგალიიდან. 2014 წლის ივნისში, როგორც მოძრაობის ლიდერი, იგი ეწვია მეცხრე საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირს ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა იური ანდრეის ძე მოროზოვის ხსოვნას.[10]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მესამე სეზონი ჩატარდა 2015 წლის ივნისში ქალაქ ბერლინში. პირველად პროგრამის მონაწილეები გახდნენ აზიის კონტინენტის ახალგაზრდა წარმომადგენლები – საბავშვო საფეხბურთო გუნდები იაპონიიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან. სულ მესამე სეზონში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული გუნდების 24-მა საფეხბურთო კლუბმა 24 ქვეყნიდან.[11]

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ურთიერთობა ჰქონდათ თანატოლებთან სხვა ქვეყნებიდან და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან, მათ შორის გლობალური პროგრამის ელჩთან ფრანც ბეკენბაუერთან, ასევე მიიღეს მონაწილეობა ქუჩის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში ახალგაზრდულ გუნდებს შორის.[11]

2015 წლის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქუჩის ფეხბურთში გახდა ახალგაზრდული გუნდი „რაპიდი“ (ავსტრია).

პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მესამე სეზონის მოვლენებს აშუქებდა დაახლოებით მსოფლიოში წამყვანი გამომცემლობის დაახლოებით 200 ჟურნალისტი, ასევე 24 ახალგაზრდა რეპორტიორი ევროპიდან და აზიიდან, რომლებიც შედიოდნენ საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრის შემადგენლობაში.[11]

2015 წლის კულმინაციური ღონისძიება გახდა „ცხრა ფასეულობის“ თასით დაჯილდოების ცერემონია, რომლის მფლობელიც გახდა ფეხბურთის კლუბი „ბარსელონა“ (ესპანეთი). გამარჯვებული გამოავლინეს ბავშვებმა, რომლებიც ფორუმის წინა დღეს მონაწილეობა მიიღეს გლობალურ ხმის მიცემაში, რომელიც ჩატარდა ყველა 24 მონაწილე ქვეყანაში.[11]

ფორუმის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე ტრადიციულად დაესწრო უეფას 2014/2015 ჩემპიონთა ლიგის ფინალს ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინში.[12]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ სტარტი იყო მიცემული ონლაინ Hangouts პრეს-კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა მიუნხეში 24 მარტს პროგრამის გლობალური ამბასადორის ფრანც ბეკენბაუერის მონაწილეობით.[13]

პროგრამის მეოთხე სეზონში მას შეუერთდა 8 ახალი ახალგაზრდული გუნდი აზერბაიჯანიდან ,ალჟირიდან, სომხეთიდან, არგენტინიდან , ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, ყირგიზეთიდან, ასევე სირიიდან, ამგვარად, პროგრამაში მონაწილე ქვეყნების საერთო რიცხვი 32-მდე გაიზარდა.[14]

2016 წლის 5 აპრილს დაიწყო ხმის მიცემა უნიკალური ჯილდოსთვის — „ცხრა ფასეულობის“ თასისთვის. გამარჯვებულის ასარჩევად მონაწილეობდნენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბეს პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მონაწილეებმა ხმის მიცემის გზით. თასის მფლობელი გახდა ფეხბურთის კლუბი „ბაიერნი“ (მიუნხენი). „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მონაწილეებმა აღნიშნეს კლუბის საქმიანობა სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში, ასევე ინიციატივებში ბავშვების მკურნალობის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში და გაჭირვებულების დახმარებაში.[15]

მეოთხე საერთაშორისო საბავშვო ფორუმი „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ და საერთაშორისო საბავშვო ტურნირის ფინალური თამაში ქუჩის ფეხბურთში ჩატარდა 2016 წლის 27-28 მაისს მილანში.  ტურნირის გამარჯვებულად აღიარებული იყო გუნდი სლოვენიიდან „მარიბორი“. ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეები ტრადიციულად დაესწრნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს[16]. ფორუმის მოვლენებს აშუქებდნენ მსოფლიოში წამყვანი გამომცემლობების 200-ზე მეტი ჟურნალისტი, ასევე საბავშვო საერთაშორისო პრეს-ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან.[17]

„ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეოთხე სეზონის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა სირიის კლუბის „ალ-ვახდას“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რაც გახდა უპრეცედენტო მოვლენა. პროგრამის მონაწილეთა რიცხვში სირიის გუნდის ჩართულობა და სირიელი ბავშვების ყოფნა მილანში ღონისძიებებზე დიდი ნაბიჯი გახდა ქვეყნის ჰუმანიტარული იზოლაციის გადალახვის გზაზე. საერთაშორისო ტელეარხის „Russia Today “არაბულმა სპორტულმა რედაქციამ სირიის ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი მონაწილე ბავშვებზე სახელწოდებით „სამი დღე ომის გარეშე“. ფილმის პრემიერას 2016 წლის 14 სექტემბერს დამასკოში 7 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.[18]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროექტის "ფეხბურთი მეგობრობისთვის"[19] ჩატარების ადგილად 2017 წელს იქნა არჩეული სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი), ფინალური ღონისძიებები ჩატარდა აქ 26 ივნისიდან 3 ივლისამდე.[20]

2017 წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 32-დან 64-მდე. პირველად პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მიიღეს მონაწილეობა ბავშვებმა მექსიკიდან და აშშ-დან. ამგვარად, პროექტმა ოთხი კონტინენტის — აფრიკის, ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის – ახალგაზრდა ფეხბურთელები გააერთიანა.[21]

მეხუთე სეზონში პროგრამა განხორციელდა ახალი კონცეფციის შესაბამისად: არჩეულ იქნა თითო-თითო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც წარმოადგენდა საკუთარ ქვეყანას. ახალგაზრდები გაერთიანდნენ რვა ინტერნაციონალურ "მეგობრობის ნაკრებში", რომლებიც ფორმირებული იყო 12 წლის ბიჭებისა და გოგოებისგან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიდანაც.[22]

ღია კენჭისყრის პროცესში არჩეულ იქნა ნაკრებების ქვეყნების შემადგენლობა და თამაშის პოზიციები მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. კენჭისყრა ჩატარდა ინტერნეტ-კონფერენციის რეჟიმში. რვა მეგობრობის გუნდის ხელმძღვანელები გახდნენ ახალგაზრდა მრწვთნელები: რენე ლამპერტი (სლოვენია), სტეფან მაქსიმოვიჩი (სერბეთი), ბრენდონ შაბანი (დიდი ბრიტანეთი), ჩარლი სუი (ჩინეთი), ანატოლი ჩენტულოევი (რუსეთი), ბოგდან კროლევეცკი (რუსეთი), ანტონ ივანოვი (რუსეთი), ემმე ხენშენი (ნიდერლანდები). კენჭისყრაში ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პრეს-ცენტრის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" წარმომადგენელმა ლილია მაცუმოტომ (იაპონია).[23]

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" გამარჯვებული გახდა "ფორთოხლისფერი" გუნდი, რომელშიც შედიოდნენ ახალგაზრდა მწრთვნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ცხრა ქვეყნიდან: რენე ლამპერტი (სლოვენია), ხონგ ჯუნ მარვინ ტუე (სინგაპური), პოლ პუიგ ი მონტანა (ესპანეთი), გაბრიელ მენდოსა (ბოლივია), რავან კაზიმოვი (აზერბაიჯანი), ხრისიმირ სტანიმიროვ სტანჩევი (ბულგარეთი), ივან აგუსტინ კასკო (არგენტინა), რომან ხორაკი (ჩეხეთი), ხამზახ იუსუფ ნური ალხავათი (ლიბია).[23]

საერთაშორისო საბავშვო ფორუმს "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2017 დაესწრნენ ვიქტორ ზუბკოვი (სსს "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)[24], ფატმა სამურა (ფიფას გენერალური მდივანი), ფილიპ დე ფლოკი (ფიფას გენერალური კომერციული დირექტორი), ჯულიო ბაპტისტა (ბრაზილიელი ფეხბურთელი), ივან ზამორანო (ჩილეს ფორვარდი), ალექსანდრე კერჟაკოვი (რუსი ფეხბურთელი) და სხვა სტუმრები, რომლებმაც მოუწოდეს საკვანძო ფასეულობების განვითარებისკენ ახალგაზრდა თაობაში.[25]

2017 წელს პროექტმა გააერთიანა 600 ათასზე მეტი ადამიანი, ფინალურ ღონისძიებებს სანქტ-პეტერბურგში დაესწრო 1000-ზე მეტი ბავშვი და უფროსი მსოფლიოს 64 ქვეყნიდან.[26]

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს პროგრამის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" მეექვსე სეზონი ჩატარდა 15 თებერვალიდან 15 ივნისამდე. საფინალო ღონისძიება გაიმართა მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის FIFA 2018 კარიბჭესთან. პროგრამის მონაწილეები გახდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჟურნალისტები, რომლებიც წარმოადგენდნენ მსოფლიოს 211 ქვეყანას და რეგიონს [27]. 2018 წელს პროგრამას ოფიციალური სტარტი მისცა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ღია კენჭისყრამ პირდარ ეთერში, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა 32  ფეხბურთის გუნდები – მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებები .[28]

2018 წელს ეკოლოგიური მისიის ფარგლებში მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებებს სახელები დაერქვა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების საპატივცემლოდ:

2018 წლის ნაკრებები
კომოდური ვარანი ლემური საიმპერატორო კოდალა მაგელანის პინგვინი
მაიმუნი კიპუნჯი გრიზლი საიგა როტშილდის ჟირაფი
გიგანტური კუ ვეშაპისებრი ზვიგენი თეთრშუბლა კაპუცინი კუზიანი ვეშაპი
საჰარის გაზელი სამთითა ზარმაცა კოალა აფთრისებრი ძაღლი
ავაზა სამეფო კობრა ციმბირის ვეფხვი ლომი
მარტორქა შიმპანზე ზებტრა გრევი ბეჰემოტი
ბრტყელტანიანი ზვიგენი გავიალი ორანგუტანი გალაპაგოსის ზღვის ლომი
თეთრი დათვი დასავლეთის გორილა დიდი პანდა აფრიკული სპილო

აგრეთვე, ეკოლოგიური მისიის ფარგლებში 2018 წლის 30 მაისს ამოქმედდა საერთაშორისო აქცია Happy Buzz Day, რომელმაც მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ იშვიათი სახის ცხოველების დამცველ ორგანიზაციას. აქციას შეუერთდა რუსეთის, აშშ–ს, ნეპალის და დიდი ბრიტანეთის ეროვნული პარკები და ნაკრძალები [29]: აგრეთვე, მოსკოვში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფინალური ღონისძიებების ჩატარების დროს მონაწილეების გადაყვანა ხორციელდებოდა ბუნებრივ აირზე მომუშავე ეკოლოგიური ავტობუსებით [30]

ქვეყნები და რეგიონები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2018 წლის პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის":

ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2018 წლის პროგრამაში:
ავსტრალიის კავშირი შვეიცარიის კონფედერაცია ჰონდურასის რესპუბლიკა თურქმენეთის რესპუბლიკა
ავსტრიის რესპუბლიკა ბაჰრეინის სამეფო ჯიბუტის რესპუბლიკა უგანდის რესპუბლიკა
აზერბაიჯანი რესპუბლიკა ბელგიის სამეფო ზამბიის რესპუბლიკა უზბეკეთის რესპუბლიკა
ალჟირის რესპუბლიკა ბჰუტანის სამეფო ზიმბაბვეს რესპუბლიკა ფიჯის რესპუბლიკა
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები დანიის სამეფო იდნოეთის რესპუბლიკა ფილიპინების რესპუბლიკა
ამერიკის სამოა ესპანეთის სამეფო ინდონეზიის რესპუბლიკა ხორვატიის რესპუბლიკა
ანგილია კამბოჯის სამეფო ერაყის რესპუბლიკა ჩადის რესპუბლიკა
ანტიგუა და ბარბუდა ლესოთოს სამეფო ირლანდიის რესპუბლიკა მონტენეგროს რესპუბლიკა
ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა მაროკოს სამეფო ისლანდიის რესპუბლიკა ჩილეს რესპუბლიკა
არგენტინის რესპუბლიკა ნიდერლანდების სამეფო ყაზახეთის რეპუბლიკა ეკვადორის რესპუბლიკა
არუბა ნორვეგიის სამეფო კენიის რესპუბლიკა ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა
ბარბადოსი საუდის არაბეთის სამეფო კვიპროსის რესპუბლიკა სალვადორის რესპუბლიკა
ბელიზი სვაზილენდის სამეფო კოლუმბიის რესპუბლიკა სამხრეთი სუდანის რესპუბლიკა
ბერმუდის კუნძულები ტაილანდის სამეფო კონგოს რესპუბლიკა კამერუნის რესპუბლიკა
ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა ტონგას სამეფო კორეის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაცია
ბოსნია და ჰერცოგოვინა შვედეთის სამეფო კოსოვოს რესპუბლიკა რუმინეთი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები ყირგიზეთის რესპუბლიკა კოსტა-რიკის რესპუბლიკა ჰონგ-კონგი
ბურკინა-ფასო კიურასაო კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა პუერტო-რიკო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო ლაოსის რესპუბლიკა კუბის რესპუბლიკა ჩრდილოეთი ირლანდია
უნგრეთი ლატვიის რესპუბლიკა ლიბერიის რესპუბლიკა სენტ-ვინსენტი და გრენადინები
ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა ლიბანის რესპუბლიკა მავრიკის რესპუბლიკა სენტ-ლუსია
გაბონის რესპუბლიკა ლიტვის რესპუბლიკა მადაგასკარის რესპუბლიკა სირიის არაბული რესპუბლიკა
გვინეის რესპუბლიკა მალაიზია მალედონიის რესპუბლიკა სლოვაკეთის რესპუბლიკა
გიბრალტარი მალდივის რესპუბლიკა მალავის რესპუბლიკა ბაჰამის კუნძულების სახელმწიფო
ბრუნეი მექსიკის შეერთებული შტატები მალის რესპუბლიკა დომინიკის რესპუბლიკა
ისრაელის რესპუბლიკა ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო მალტის რესპუბლიკა გაერთიანებული სამეფო
კატარის სახელმწიფო მონღოლეთი მოზამბიკის რესპუბლიკა ამერიკის შეერთებული შტატები
ქუვეითის სახელმწიფო მონსერატი მოლდოვის რესპუბლიკა სოლომონის კუნძულები
ლიბიის სახელმწიფო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა ნამიბიის რესპუბლიკა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა
პალესტინის სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა ნიგერის რესპუბლიკა კომორის კუნძულები
გრენადა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიკარაგუის რესპუბლიკა მაკაო
საბერძნეთის რესპუბლიკა ახალი ზელანდია კაბო-ვერდე ომანის სასულთნო
საქართველო ახალი კალედონია პაკისტანის რესპუბლიკა ტაიტი
აღმოსავლეთი ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა პანამის რესპუბლიკა გუამის ტერიტორია
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არაბთა გაერთიანებული საამიროები პარაგვაის რესპუბლიკა ტოგოს რესპუბლიკა
სან-ტომე და პრინსიპი კუკის კუნძულები პერუს რესპუბლიკა ტუნისი რესპუბლიკა
შრი-ლანკის სოციალისტური რესპუბლიკა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები პოლონეთის რესპუბლიკა თურქეთის რესპუბლიკა
დომინიკელთა რესპუბლიკა ალბანეთის რესპუბლიკა პორტუგალიის რესპუბლიკა უკრაინა
იორდანიის ჰაშემიტური სამეფო ანგოლის რესპუბლიკა რუანდის რესპუბლიკა უელსი
ავღანეთის ისლამურიმ რესპუბლიკა სომხეთის რესპუბლიკა სან-მარინოს რესპუბლიკა ფარერის კუნძულები
ირანის ისლამური რესპუბლიკა ბელორუსის რესპუბლიკა სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა ბენინის რესპუბლიკა სენაგალის რესპუბლიკა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
იტალიის რესპუბლიკა ბულგარეთის რესპუბლიკა სერბეთის რესპუბლიკა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
იემენის რესპუბლიკა ბოტსვანის რესპუბლიკა სინგაპურის რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
კაიმანის კუნძულები ბურუნდის რესპუბლიკა სლოვენიის რესპუბლიკა ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
კანადა ვანუატუს რესპუბლიკა მიანმარის კავშირის რესპუბლიკა სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჰაიტის რესპუბლიკა სუდანის რესპუბლიკა სენტ-კრისტოფერის და ნევისის ფედერაცია
ტაივანი გამბიის რესპუბლიკა სურინამის რესპუბლიკა ფინეთის რესპუბლიკა
ანდორის სამთავრო განის რესპუბლიკა სიერა-ლეონის რესპუბლიკა საფრანგეთის რესპუბლიკა
ლიხტენშტეინის სამთავრო გვატემალის რესპუბლიკა ტაჯიკეთის რესპუბლიკა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა ჩეხეთის რესპუბლიკა
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა შოტლანდია ერიტრეა ესტონეთის რესპუბლიკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იამაიკა იაპონია

მსოფლიო ჩემპიონატში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2018 მონაწილეობა მიიღო 32 მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებმა. პირველად პროექტის ისტორიაში ფინალური შეხვედრის კომენტატორი გახდა ნორჩი კომენტატორი სირიადან იაზნ ტახა[31], ხოლო მატჩის მსაჯად დაინიშნა ნორჩი რეფერი რუსეთიდან ბოგდან ბატალინი[32].

მსოფლიო ჩემპიონატში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2018 გაიმარჯვა გუნდმა „შიმპანზე“, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ნორჩი ფეხბურთელები დომინიკიდან, სენტ–კიტსი და ნევისიდან, მალავიდან, კოლუმბიიდან, ბენინიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ნაკრების მწვრთნელი იყო ნორჩი მონაწილე სარანსკიდან ვლადისლავ პოლიაკოვი[33].

პროგრამის მეექვსე სეზონის ფინალური ღონისძიება გახდა საერთაშორისო საბავშვო ფორუმი "ფეხბურთი მეგობრობისთვის", რომელიც გაიმართა 13 ივნისს

ოკეანოგრაფიის და ზღვის ბიოლოგიის  ცენტრი "მოსკვარიუმში". მას დაესწრენ ვიქტორ ზუბკოვი (სსს „გაზპრომ“–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე), ოლგა გოლოდეც (რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე), იკერ კასილიას (ესპანელი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ექს–კაპიტანი), ალექსანდრ კერჟაკოვი (რუსეთის ფეხბურთელი, რუსეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი), და, აგრეთვე, მსოფლიოს 54 საელჩოს წარმომადგენელი და სხვა სტუმრები[34].

ფორუმზე დააჯილდოეს მეექვსე სეზონის საუკეთესო ნორჩი ფეხბურთელები: დეო კალენგა მვენზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (უკეთესი თავდამსხმელი), იამირრა ოურუ ბენინიდან (უკეთესი ნახევარმცველი), ივან ვოლინკინი უელსიდან (უკეთესი მეკარე), და გუსტავო სინტრა როჩა ბრაზილიიდან (MVP)[35].

2018 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის უკეთესი ნორჩი ჟურნალისტი გახდა შეიკალი ასენსონ არუბადან. გოგონას აქვს ბლოგი, სადაც მოუწოდებს ოკეანიის ახალგაზრდობას ეკოლოგიურ შეგნებისკენ[36].

ფორუმზე ჩატარდა წინა სეზონის მონაწილეს ინდოეთიდან ანანია კამბოდჟის წიგნის პრეზენტაცია და ავტოგრაფ – სესია[37]. 2017 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მეხუთე სეზონის დასრულების შემდეგ ანანიამ დაწერა წიგნი “My journey from Mohali to St. Petersburg” საკუთარი, როგორც ნორჩი ჟურნალისტის, გამოცდილების შესახებ. იქ მან უამბო პროგრამის ცხრა ფასეულობის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს გაუმჯობესება.  

14 ივნისს, საერთაშორისო საბავშვო ფორუმის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" დასრულების შემდეგ, ნორჩმა ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა რუსეთში 2018 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში. სტადიონზე „ლუჟნიკი“ ბავშვებმა საზეიმო ვითარებაში ასწიეს დროშები ყველა 211 ქვეყნის და რეგიონისა, რომლებმაც ამ წელს მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში[38]. ამის შემდეგ "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ნორჩმა მონაწილეებმა დაესწრენ გახსნის მატჩს რუსეთის და საუდის არაბეთის შორის.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოიწვია "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ნორჩი ელჩი რუსეთიდან ალბერტი ზინნატოვი თავის ლოჟაში გახსნის მატჩის მასთან ერთად საყურებლად. იქ ყმაწვილმა ესაუბრა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონს ბრაზილიიდან რობერტო კარლოსს, და, აგრეთვე, ესპანელ ფეხბურთელს იკერ კასილიასს[39].

მოსკოვში ფინალური ღონისძიებების მონაწილე გახდა 1500–ზე მეტი ბავშვი და მოზარდი 211 ქვეყნიდან და რეგიონიდან.  სულ მეექვსე სეზონის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 180–ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 240 ათასზე მეტმა ბავშვმა[40].

2018 წელს პროექტს მხარი დაუჭირეს ხელისუფლებს წარმომადგენლებმა. რფ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ოლგა გოლოდეცმა  წაიკითხა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი მიმართვა საერთაშორისო საბავშვო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს[41].

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა გაგუგზავნა მისასალმებელი ტელეგრამა მეექვსე საერთაშორისო საბავშვო ფორუმის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მონაწილეებს და სტუმრებს[42].

რუსეთის სსს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 23 მაისს ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ დღეს პროგრამა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მსოფლიო საზოგადოებას მიაჩნია როგორც რუსეთის საერთაშორისო სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კომპონენტი[43].

ტრადიციულად მხარი დაუჭირეს პროგრამას "ფეხბურთი მეგობრობისთვის" FIFA–ში. ორგანიზაციაში აღნიშნენ, რომ მოსკოვში საფინალო ღონისძიებების მონაწილეთა და სტუმართა საერთო რაოდენობამ მიაღწია 5000 ადამიანს[44].

ფეხბურთი მეგობრობისთვის 2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს პროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მეშვიდე სეზონის ძირითადი ღონისძიებები ჩატარდება მადრიდში 28 მაისიდან 2 ივნისადმე. ტრადიციულად ღია კენჭისყრის დროს ჩამოყალიბდება შერეული გუნდების შემადგენლობა – მეგობრობის საერთაშორისო აკრებები. როგორც 2018 წელს პროგრამის ეკოლოგიური ინიციატივის ფარგლებში ნაკრებებს სახელები დაერქვა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების საპატივცემლოდ.[45]

მეშვიდე სეზონის ერთ–ერთი მთავარი ღონისძიება ისევ იქნება "ფეხბურთი მეგობრობისთვის" საერთაშორისო ფორუმი. 2019–ში ფორუმი – ეს არის მოედენი კონსტრუქციული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ფეხბურთელების, პოლიტიკოსების და საზოგადოებრივი და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის. ფორუმის მუშაობა მიძღვნილია მთელ მსოფლიოში საბავშვო და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების საკითხებს[46]

მსოფლიო ჩემპიონატი "ფეხბურთი მეგობრობისთვის"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო საბავშვო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფარგლებში"[47]. ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები "მეგობრობის ნაკრებები" – ყალიბდებიან ღია კენჭისყრის პროცესში. ეროვნული ნაკრებები ყალიბდებიან[48] "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პრინციპით: ერთ გუნდში თამაშობენ სხვადასხვა ნაციონალობის, სქესისა და ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენები[49].

საერთაშორისო საბავშვო ფორუმი "ფეხბურთი მეგობრობისთვის"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველწლიურ საერთაშორისო ბავშვთა ფორუმზე "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროექტის ახალგაზრდა მონაწილეები უფროსებთან ერთად განიხილავენ მთელს მსოფლიოში პროგრამის ფასეულობების განვითარებისა და წინსვლის საკითხებს. ფორუმის დროს ბავშვები ხვდებიან და ურთიერთობენ თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ცნობილ ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ასევე ხდებიან ახალგაზრდა ელჩები, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებლად უწევენ პროპაგანდას საზოგადოებრივ ფასეულობებს თავიანთ თანატოლებს შორის[50].

საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის თავისებურება გახდა საკუთარი საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი[51]. პირველად იგი ორგანიზებული იყო "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ჩარჩოებში 2014 წელს[51]. პრეს-ცენტრის ახალგაზრდა ჟურნალისტები აშუქებენ პროგრამის მოვლენებს საკუთარ ქვეყნებში[52]: ამზადებენ ახალ ამბებს ნაციონალურსა და საერთაშორისო სპორტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, მონაწილეობენ "ფეხბურთი მეგობრობისთვის" TV-არხისთვის, საბავშვო გაზეთისთვის Football for Friendship და პროგრამის ოფიციალური რადიოსადგურისთვის მასალის მომზადებაში. საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი აერთიანებს ნაციონალური კონკურსების "საუკეთესო ახალგაზრდა ჟურნალისტის" გამარჯვებულებს, ახალგაზრდა ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მწერლებს. პრეს-ცენტრის ახალგაზრდა ჟურნალისტები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას პროგრამის შიგნიდან, "ბავშვები ბავშვებზე" ფორმატის რეალიზაციით.[53]

ფეხბურთისა და მეგობრობის საერთაშორისო დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფარგლებში 25 აპრილს აღინიშნება ფეხბურთისა და მეგობრობის საერთაშორისო დღე. პირველად დღესასწაული აღინიშნა 2014 წელს 16 ქვეყანაში. ამ დღეს ჩატარდა ამხანაგური მატჩები, ფლეშმობები, რადიომარაფონები, მასტერ-კლასები, ტელეშოუები, ღია ვარჯიშები და ა.შ. დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო 50 000-ზე მეტმა ადამიანმა.[54]

2015 წელს მეგობრობისა და ფეხბურთის დღე აღინიშნა 24 ქვეყანაში[55]. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა ამხანაგური საფეხბურთო მატჩები და სხვა ღონისძიებები. გერმანიაში "შალკე 04" კლუბის ფეხბურთელებმა ჩაატარეს ღია ვარჯიში[56], სერბეთში ჩატარდა ტელეშოუ, უკრაინაში – მატჩი სკ "ვოლინის" ახალგაზრდულ გუნდსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც აღრიცხვაზე არიან ქალაქი ლუცკის სოციალური მომსახურების ცენტრში ოჯახის, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

რუსეთში ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნა 25 აპრილს 11 ქალაქში. ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ეკატირენბურგში, კრასნოიარსკში, ბარნაულში, სანკტ-პეტერბურგში და სარანსკში ჩატარდა ამხანაგური საფეხბურთო მატჩები, მათი მიზანი იყო პროგრამის საკვანძო ფასეულობების შეხსენება. კრასნოიარსკში, სოჩაში და დონის როსტოვში ჩატარდა "მეგობრობის ესტაფეტა" ოლიმპიური ცეცხლის 2014 ჩირაღდნის ესტაფეტის მატარებლების მონაწილეობით. მოსკოვში უსინათლოთა სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული "თანაბარი შესაძლებლობების ტურნირი". 5 მაისს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნებოდა ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანში.[9]

2016 წელს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღნიშნეს 32 ქვეყანაში. რუსეთში იგი აღნიშნეს ცხრა ქალაქში: მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულში, ბირობიჯანში, ირკუტსკში, კრასნოდარში, ნიჟნი ნოვგოროდში და დონის როსტოვში. ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა "ვოლგის" ახალგაზრდა ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი, კლუბის უფროსმა ფეხბურთელებმა კი ჩაატარეს მოთელვა და ვარჯიშები ბავშვებისთვის. ნოვოსიბირსკში ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა – ნოვოსიბირსკის ოლქის "ერმაკ-ციმბირის" ნაკრებმა.[15]

2017 წელს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნა 64 ქვეყანაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ფეხბურთელებმა, მათ შორის სერბიელმა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა დირკ კიუიტმა. საბერძნეთში ღონისძიებას დაესწრო ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ფეხბურთში — თეოდორას ზაგორაკისი. რუსეთში სკ "ზენიტის" ბაზაზე ჩატარდა 2017 წლის პროგრამის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" ახალგაზრდა ელჩის, ზახარ ბადიუკის სპეციალური ვარჯიში, ვარჯიშზე სკ "ზენიტის" მეკარემ, იური ლოდიგინმა მისცა მაღალი შეფასება ზახარის შესაძლებლობებს და გაუზიარა მას მეკარის ხელოვნების საიდუმლოებები.[22]

"ცხრა ფასეულობის" თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ცხრა ფასეულობის" თასი — არის საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ჯილდო. ყოველწლიურად თასი გადაეცემა პროექტის ფასეულობებისადმი ყველაზე დიდი ერთგულებისთვის. ეს ფასეულობები შემდეგია: მეგობრობა, თანასწორობა, სამართლიანობა, ჯანმრთელობა, მშიდობან, ერთგულებასთან, გამარჯვება, ტრადიციები და ღირსება. გამარჯვებულის ასარჩევად მონაწილეობენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას აყალიბებენ პროექტის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მონაწილეები ხმის მიცემის გზით. საფეხბურთო კლუბები – "ცხრა ფასეულობის" თასის მფლობელები: "ბარსელონა" (2015), "მიუნხენის ბავარია" (2016), "ალ-ვახდა" (სპეციალური ჯილდო), "რეალ მადრიდი" (2017).[57]

მეგობრობის სამაჯური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ყველა ღონისძიება იწყება მეგობრობის სამაჯურების გაცვლით, რაც წარმოადგენს თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სიმბოლოს. სამაჯური შედგება ორი, ლურჯი და მწვანე ძაფებისგან, მისი ტარება შეუძლია ნებისმიერს, ვინც კი იზიარებს პროგრამის ფასეულობებს.

ფრანც ბეკენბაუერის თქმით

"მოძრაობის სიმბოლო — ორფერიანი სამაჯური, ისევე მარტივი და გასაგებია, როგორც პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ჩადებული ღირებულებები."

პროგრამის ახალგაზრდა მონაწილეებმა გაუკეთეს მეგობრობის სამაჯურები ცნობილ სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს[58], რომელთა შორის არიან: დიკ ადვოკატი[59], ანატოლი ტიმოშიუკი[60] და ლუიშ ნეტუ, ფრანც ბეკენბაუერი[61], ლუის ფერნანდევი, დიდიე დროგბა, მაკს მაიერი, ფატმა სამურა, ლეონ გორეცკა, დომენიკო კრიშიტო, მიჩელ სალგადო, ალექსანდრე კერჟაკოვი, დიმას პიროსი, მოიდრაგ ბოჟოვიჩი, ადელინა სოტნიკოვა, იური კამენეცი.  

მონაწილეების აქტიურობა სეზონებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ახალგაზრდა ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში ოფიციალური სეზონის გარეთაც. 2013 წლის მაისში ფეხბურთის კლუბის "მარიბორის" (სლოვენია) ახალგაზრდულმა შემადგენლობამ ჩაატარა საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი კამბოჯის ბავშვებთან[62]. 2014 წლის 14 სექტემბერს სოჩაში პროგრამის რუსი მონაწილეები შეხვდნენ ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის შეხვედრის ფარგლებში[63]. 2014 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანცუა ოლანდმა მოიწვია "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის მონაწილე გუნდი "ტავერნი", ელისეის სასახლეში, რათა ერთობლივად ენახათ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი "საფრანგეთი — ნიგერია".[64] 2016 წლის აპრილში იური ვაშუკი, 2015 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ელჩი, შეხვდა ბელარუსის ყველაზე ძლიერ ადამიანს, კირილ შიმკოს და სკ ბატეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რათა გაეზიარებინა პროექტში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება. იური ვაშუკმა კირილ შიმკოს აჩუქა სიმბოლური მეგობრობის სამაჯური, რაც ნიშნავდა იმას, რომ პროექტის იდეების განხორციელების ესტაფეტა მას გადასცა: მეგობრობის, სამართლიანობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის.  

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" გახდა სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული და რიგი რუსული და საერთაშორისო პრემიების მფლობელი. მათ შორის: "რუსეთის საუკეთესო სოციალური პროექტები" ნომინაციაში "საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება", ბიზნეს-კომუნიკატორების საერთაშორისო ასოციაცია (IABC) Gold Quill Awards ნომინაციაში "კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა" (2016), Sabre Awards ნომინაციაში "პლანეტის საუკეთესო სოციალური პროექტი" (2016), The Drum Social Buzz Awards ნომინაციაში "საუკეთესო საერთაშორისო სტრატეგია" (2017)[65], The Internationalist Awards for Innovative Digital Marketing Solutions ნომინაციაში "საუკეთესო მედიასტრატეგია" (2017)[66], "ვერცხლის მშვილდოსანი" ნომინაციაში "რუსეთის საუკეთესო სოციალური პროექტი" (2018), გრან-პრი "ვერცხლის მშვილდოსანი" (2018).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. inserbia.info/today/2014/04/gazproms-football-for-friendship-2014
  2. www.newswire.ca/en/story/1505319/europe-and-asia-to-meet-within-football-for-friendship-international-children-s-social-project-of-gazprom
  3. www.prnewswire.com/news-releases/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-meet-at-third-international-childrens-football-for-friendship-forum-506472841.html
  4. https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/futbol-dlya-druzhby-2018-obyavleny-imena-uchastnikov-programmy-ot-rossii-1401229/
  5. https://ru.wikipedia.org/w/index.php?title=%D0%A4%D1%83%D1%82%D0%B1%D0%BE%D0%BB_%D0%B4%D0%BB%D1%8F_%D0%B4%D1%80%D1%83%D0%B6%D0%B1%D1%8B&stable=0&redirect=no#cite_note-5
  6. https://archive.is/20150515191023/http:/fcbusiness.co.uk/news/article/newsitem=2379/title=franz+beckenbauer+kicks+off+gazprom%92s+%91football+for+friendship%92+campaign
  7. www.ntv.ru/sport/627113
  8. https://web.archive.org/web/20150522173321/http:/www.epochtimes.de/service/vladimir-putin-und-fifa-praesident-joseph-s-blatte-bei-football-for-friendship-222
  9. 9.0 9.1 www.euronews.com/2014/05/27/football-for-friendship-teaching-values-through-football
  10. www.lazionews.eu/settore-giovanile/oltre-450-ragazzi-riuniti-da-gazprom-in-occasione-del-secondo-forum-internazionale-football-for-friendship/
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 www.noodls.com/viewNoodl/28582380/oao-gazprom/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-
  12. www.prnewswire.com/news-releases/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-meet-at-third-international-childrens-football-for-friendship-forum-506472841.html
  13. www.mirror.co.uk/sport/football/news/franz-beckenbauer-reveals-hes-barcelona-7695610
  14. beyondsport.org/articles/fourth-season-of-gazproms-football-for-friendship-international-childrens-project-announced/
  15. 15.0 15.1 rbth.com/sport/2016/06/01/gazprom-brings-soccer-crazy-kids-to-milan-for-uefa-champions-league-final_599353
  16. www.beyondsport.org/articles/fourth-international-football-for-friendship-forum-brings-together-young-footballers-from-three-continents/
  17. www.prnewswire.co.uk/news-releases/fourth-international-football-for-friendship-forum-brings-together-young-footballers-from-three-continents-581479171.html
  18. www.euronews.com/2016/05/31/football-for-friendship-syrian-youth-team-make-tournament-debut-in-milan
  19. www.newswire.ca/news-releases/fifth-season-of-gazproms-football-for-friendship-international-childrens-project-launched-616385764.html
  20. www.windsorstar.com/business/cnw/release.html?rkey=20170316C8720&filter=5613
  21. finance.dailyherald.com/dailyherald/news/read/33918303/Fifth_Season_of_Gazprom's_Football_for_Friendship_International_Children's_Project_Launched
  22. 22.0 22.1 https://www.merrilledge.com/research/story?stryKey=600-201703161740PR_NEWS_USPRX____enUK201703165338-1
  23. 23.0 23.1 www.newswit.com/.gen/2017-03-17/bafb838790ea60129b53d1add5e4ee99/
  24. https://www.24sata.hr/sport/nogomet-za-prijateljstvo-novi-ciljevi-uz-djecu-iz-64-drzave-531487
  25. www.euronews.com/2017/07/06/football-brings-kids-together
  26. stomp.straitstimes.com/singapore-seen/12-year-old-sporean-messi-wins-global-football-contest-in-russia
  27. www.euronews.com/2018/02/16/football-for-friendship-sets-stage-for-2018-world-cup
  28. www.thedailystar.net/sports/football/time-defender-bangladesh-1543027
  29. www.chronicle.co.zw/russia-opportunity-for-zim-youngsters/
  30. www.africanews.com/2018/02/17/football-for-friendship-draw-held-ahead-of-the-2018-world-cup//
  31. https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
  32. https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1058343-ih-podruzhil-futbol
  33. https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/yunyy-trener-iz-rossii-stal-chempionom-mira-po-futbolu-dlya-druzhby-1420530/
  34. https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/more-schastya-druzhby-i-futbola-1428124/
  35. https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
  36. https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
  37. https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/more-schastya-druzhby-i-futbola-1428124/
  38. https://rsport.ria.ru/russia2018_news/20180615/1138055010.html
  39. https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/yunyy-posol-futbola-dlya-druzhby-vstretilsya-s-prezidentom-rossii-na-chm-v-moskve-1424143/
  40. https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/uchastniki-futbola-dlya-druzhby-iz-211-stran-i-regionov-pribyli-v-moskvu-1419265/
  41. https://regnum.ru/news/2430800.html
  42. http://government.ru/gov/persons/183/telegrams/32841/
  43. http://www.mid.ru/ru/press_service/spokesman/briefings/-/asset_publisher/D2wHaWMCU6Od/content/id/3231268##23
  44. https://www.fifa.com/worldcup/news/211-countries-and-regions-took-part-in-the-sixth-international-football-for-frie
  45. https://www.championat.com/football/news-3707473-segodnja-startuet-sedmoj-sezon-socialnoj-programmy-futbol-dlja-druzhby.html
  46. https://www.championat.com/football/news-3707473-segodnja-startuet-sedmoj-sezon-socialnoj-programmy-futbol-dlja-druzhby.html
  47. www.chelseafc.com/news/latest-news/2014/05/chelsea-foundation-youngsters-head-to-lisbon.html
  48. www.vanluyken.nl/nieuws/149-ipersbericht-i-double-dutchies-na-trainingskamp
  49. rbth.com/sport/2014/05/30/big_soccer_for_little_europeans_37075.html
  50. www.fifa.com/confederationscup/news/y=2017/m=8/news=confed-cup-hosts-friendship-forum-2902692.html
  51. 51.0 51.1 www.crawleyobserver.co.uk/news/local/crawley-girl-13-who-dreams-to-play-football-for-england-meets-world-cup-legend-1-6112060
  52. www.itsroundanditswhite.co.uk/2014/04/15/football-for-friendship-are-on-the-hunt-for-talented-young-journalists/
  53. www.financialexpress.com/india-news/mission-xi-million-picks-chandigarh-girl-ananya-kamboj/689736/
  54. https://www.theguardian.com/football/2015/apr/26/said-and-done-blatter-putin-david-cameron
  55. rbth.com/multimedia/2015/05/12/the-international-day-of-football-and-friendship_95713?crid=325359
  56. instagify.com/media/979016253229007447_641360799
  57. www.euronews.com/2017/07/17/f4f-nine-values-cup-2017-goes-to-real-madrid
  58. www.dailymail.co.uk/sport/worldcup2014/article-2642473/Vitor-Baia-tips-Portugal-special-World-Cup-Cristiano-Ronaldo-shines-backs-old-boss-Jose-Mourinho-Chelsea.html
  59. www.deweekkrant.nl/artikel/2014/mei/27/double_dutchie_dirk_proper_uit_elst_een_voetbal
  60. https://web.archive.org/web/20141223203736/http:/bigpicture.ru/?p=516227
  61. www.theboltonnews.co.uk/news/11270319.Interview_sends_Megan_Mackey_to_Champions_League_final/
  62. sport.rbc.ru/article/172216/
  63. en.kremlin.ru/events/president/news/19222
  64. www.leparisien.fr/politique/mondial-2014-hollande-invite-deux-clubs-amateurs-a-l-elysee-pour-france-nigeria-28-06-2014-3960541.php
  65. www.socialbuzzawards.com/social-buzz-awards-2017/best-international-strategy/how-to-make-kids-voices-to-be-heard-globally
  66. www.internationalist-awards.com/new-digital-awards/