ფესვფეხიანები
იერსახე
| ფესვფეხიანები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Rhizopoda | ||||||||
| ||||||||
ფესვფეხიანები (ლათ. Rhizopoda) — უმარტივესი ცხოველების ქვეკლასი. მათი სხეული პროტოპლაზმისაგან შედგება და დაფარულია თხელი აპკით, რის გამოც ფესვფეხიანები ფორმაცვალებადი არიან. აქვთ ცრუფეხები — სამოძრაო და საკვების მიმტაცებელი ორგანოები. ფესვფეხიანების ზომა რამდენიმე მკმ-იდან 3 მმ-ს (ნამარხიი ფორმები 5 სმ-მდე) აღწევს. ქვეკლასში 5 რიგია:
- ამებები, რომელთაგან ზოგი ადამიანისა და ცხოველთა ნაწლავის პარაზიტია;
- ნიჟარიანი ამებები — მტკნარი წყლის ბინადრები;
- ფორამინიფერები — ზღვის ფორმები, რომელთაც ახასიათებთ რთული სასიცოცხლო ციკლი;
- მზიარები;
- სხივარები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 277.