ფერსათის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია ფერსათის მთის შესახებაა. ასევე, იხილეთ ფერსათი (მთა). სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ფერსათი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფერსათის მთა — ისტორიული სახელწოდება მესხეთის ქედის მონაკვეთისა, რომელიც წარმოადგენს წყალგამყოფ ქედს სამცხესა და იმერეთს შორის. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 50 კმ-ს და გადაჭიმულია მდინარეების ქვაბისხევისა და ოცხეს სათავეებს შორის.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიაში“ მოხსენიებულია „ფერსათის მთა“ შემდეგ ადგილას:

  1. ხოლო ამ მტკვარს, ჭობისხევს ზეით, მოერთვის ჩრდილოდამ ქვაბისჴევი, გამომდინარე ფერსათის მთისა...
  2. ამას ზეით მოერთვის მტკვარს სლესისჴევი ჩრდილოდამ. გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით...
  3. ამის ზეით მტკვარს მოერთვის ზიკილიის ჴევი, ჩრდილოდამ, აგარას. გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით...
  4. ამის პირისპირ, მცირეთ ზემორ, ჩდილოდამ მოერთვის მტკვარს, წინუბანს, აბანოსჴევი. გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით...
  5. ამ ჴევის ზეით, წნისს, ერთვის მტკვარს წნისისჴევი, გამომდინარე ფერსათის მთისა...
  6. აქა არს ახალციხე ქალაქი, ფერსათის მთის კერძოდ ჩამოსულს კლდესა ზედა...
  7. ამ ახალციხეს უდის წყალი თჳსი სამჴრით და დასავლით — ლიკანისჴევი, რომელი გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრეთად...
  8. ხოლო ახალციხეს ზეით, კვანჯღას, მოერთვის ახალციხის წყალს ოცხისწყალი, ეს გამოსდის ფერსათს...
  9. ამ ოცჴისწყალს ერთვის, ვაშლობს, პანტოვანისჴევი, გამომდინარე ფერსათისა...
  10. რიონს მოერთვის სამჴრიდამ საჯავახოსწყალი. ეს გამოდის ფერსათს...
  11. ხოლო მძღვრის საჯავახოს: აღმოსავლით მთა მცირე ფერსათიდამ ჩამოსული.. სამჴრით — ფერსათის მთა, დასავლით — ფერსათიდამვე ჩამოსული მთა, გურიასა და საჯავახოს შორისი...
  12. გუბისწყალს ზეით, მოერთვის რიონს, სამჴრიდამ, საჩინოს-ჴევი. გამოსდის ფერსათს. ამ ჴევს ეყრების, სებეკას ქვეით, სხვა ხევი. გამოდის ფერსათსავე...
  13. საჩინოს შესართავს ზეით, საკურდღლიას პირისპირ და როკითს ქვეით, მოერთვის რიონს, სამჴრიდამ, სალომინაოს-ჴევი, გამომდინარე ფერსათისა...
  14. ამაღლების-ჴევს ზეით მოერთვის რიონს ნოღის-ჴევი, მომდინარე ფერსათის მთიდამ...
  15. ვარციხეს ზეით ერთვის რიონს ხანის-წყალი, გამოსდის ფერსათს...
  16. თხმელას ციხე და პირველ ეწოდა ადგილსა მას ბაღდადი. ამ წყალზედ ციხის სამჴრით ფერსათის კალთას არს მონასტერი...
  17. ხანის-წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამჴრით, ფერსათის კალთას არს დიმი...
ფერსათის მთა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
1
1
2
2
3
3
4
4
5
5
6
6
7
7
8
8
9
9
ფერსათის მთა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (რედაქცია გ. ჯანაშვილისა), 1904, გვ. 205-216