ფერომონები
იერსახე
ფერომონები (ბერძ. φέρω [phérō] — „ვატარებ“ და ὁρμάω [hormáō] — „მოძრაობაში მომყავს“, „ავაგზნებ“) — ბიოლოგიერად აქტიური ნივთიერებები, რომელთაც აქვთ სასიგნალო მნიშვნელობა. გამომუშავდებიან ცხოველების სპეციალურ ჯირკვლებში და გამოიყოფიან გარემოში. ფერომონებით ცხოველები გავლენას ახდენენ არა მარტო თავისავე, არამედ სხვა სახეობის ინდივიდებზეც, ცვლიან რა მათ ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, ზრდასა და განვითარებასაც. ზოგჯერ ფერომონებს იყენებენ ცხოველების ქცევის მართვისათვის.