შინაარსზე გადასვლა

ფერმის პარადოქსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არესიბოს გზავნილის გრაფიკული წარმოდენა, რომელიც კაცობრიობის პირველი მცდელობა იყო რადიოტალღები გამოეყენებინა უცხოპლანეტელ ცივილიზაციებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარებისათვის.

ფერმის პარადოქსი ეხება აშკარა წინააღმდეგობას არამიწიერი სიცოცხლის არსებობის არანაირ მტკიცებულებასა და მისი არსებობის დიდ ალბათობას შორის. ამ მოვლენას სახელი მეცნიერ ენრიკო ფერმის პატივსაცემად უწოდეს. ენრიკო ფერმისა და მაიკლ ჰარტის მიერ გამოთქმული არგუმენტები შემდეგია:

  • გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია, რომლებიც ჰგვანან მზეს და მათი დიდი ნაწილი მზის სისტემაზე რამდენიმე მილიარდი წლით უფრო ასაკოვანია.
  • დიდი ალბათობით ზოგ ამ ვარკვლავს გარშემოუვლის დედამიწის მსგავსი პლანეტები და მათგან ზოგზე შეიძლება არსებობდეს განვითარებული ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმები.
  • ზოგს ამ ცივილიზაციებთაგან შესაძლოა გამოგონებული ჰქონდეს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა, რასაც დედამიწაზე მცხოვრებნი ახლა ვცდილობთ.
  • დღესდღეობით ჩვენს მიერ ნავარაუდები ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობის დაბალი სიჩქარის გათვალისწინებითაც კი, ირმის ნახტომის გალაქტიკის მთლიანად გავლას რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება.

ამ მსჯელობის თანახმად, დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ უკვე მონახულებული უნდა იყოს.

ამ ყველაფერს ფერმის სახელს უკავშირებენ მისი ერთ-ერთი შემთხვევითი საუბრის გამო, რომელიც გაიმართა 1950 წლის ზაფხულს მის ფიზიკოს კოლეგებთან ერთად. სასადალოდ მიმავალნი განიხილავდნენ ბოლოდროინდელ ცნობებს მფრინავი თეფშების შესახებ და შესაძლებლობას სინათლის სიჩქარეზე სწრაფი მოგზაურობისა. საუბრისას სხვა თემებსაც შეეხნენ, სანამ საუზმის დროს ფერმიმ უცბად არ თქვა, „სად არიან ისინი?“.

მრავალჯერ უცდიათ ფერმის პარადოქსის ახსნა. ძირითადად მიიჩნევენ, რომ ან აზროვნების შესაძლებლობის მქონე უცხოპლანეტელები ძალიან დიდი იშვიათობაა, ანდა გვთავაზობენ მიზეზებს, თუ რატომ არ დაუკავშირდნენ ან მოინახულეს მსგავმა ცივილიზაციებმა პლანეტა დედამიწა.

  1. Jones E. M. “Where is Everybody?”: An Account of Fermi’s Question. — Los Alamos National Laboratory, 1985
  2. Webb S. If the Universe Is Teeming with Aliens… Where Is Everybody? Fifty Solutions to Fermi’s Paradox and the Problem of Extraterrestrial Life. — New York : Springer Science+Business Media, 2002. — 288 p. — (Copernicus Series, Springer proceedings in physics. Vol. 101). — ISBN 9780387955018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]