შინაარსზე გადასვლა

ფერენც მერეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერენც მერეი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1909(1909-11-24)
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი
გარდაცვალების თარიღი 23 თებერვალი, 1986(1986-02-23) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუდაპეშტი
დასაფლავებულია Óbuda Jewish Cemetery
საქმიანობა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და მთარგმნელი[1]
მოქალაქეობა  ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 უნგრეთი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები Kossuth Prize და Q1245906?
მეუღლე Vera Mérei
შვილ(ებ)ი Anna Mérei

ფერენც მერეი (უნგრ. Mérei Ferenc, დ. 24 ნოემბერი, 1909, ბუდაპეშტი — გ. 23 თებერვალი, 1986, ბუდაპეშტი) — უნგრელი ფსიქოლოგი.

დაიბადა 1909 წლის 24 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, შეძლებულ ოჯახში. მერეი ხშირად ატარებდა დროს მშობლების ფოტოსტუდიაში. არ უყვარდა სკოლა, სადაც თავს მარტოსულად გრძნობდა, ხოლო მასწავლებელთა სიმკაცრე და სიხისტე დიდ ტკივილს აყენებდა. დედამისის ურთიერთობა მრავალ მამაკაცთან მისთვის ასევე სულიერი ტვირთი იყო. იგი ბევრს კითხულობდა და შეეძლო 500-გვერდიანი წიგნის ერთ ჯერზე წაკითხვა.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1928 წლიდან სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ დედამისს სურდა, რომ მას ბერლინში მიეღო განათლება. სორბონში იგი სპეციალიზაციას გადიოდა პოლიტიკურ ეკონომიაში, სტატისტიკასა და ლიტერატურაში. სწავლობდა თერთმეტ ენას. სწორედ აქ გაჩნდა ფერენც მერეის დაინტერესება ბავშვთა ფსიქოლოგიით. ცნობილმა ფსიქოლოგმა ანრი ვალონმა იგი სორბონში თავის მოსწავლედ მიიღო და ბავშვთა ფსიქოლოგიის კვლევის მიმართულებით წაახალისა. 1930 წელს მერეი გაწევრიანდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში.

მერეიმ პირველი ლექცია 1932 წელს ჩაატარა, სადაც აკრიტიკებდა ჟან პიაჟეს. ლექციამ გამოიწვია ანრი ვალონის უკმაყოფილება. სწორედ იმ პერიოდში მაშინვე შეიმუშავა მერეიმ თავისი ძირითადი იდეა, რომლის არსი იყო ადამიანის სოციალური განსაზღვრება.

1934 წელს სახლში დაბრუნების შემდეგ, მან ვერ შეძლო სამუშაოს პოვნა, რის გამოც 1938 წლამდე მუშაობდა ფსიქოლოგად სახელმწიფო ბავშვთა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაარსებული იყო იანოშ შნელის მიერ. მერეი იყო პირველი, ვინც შეისწავლა, როგორ ახდენს სოციალური გამოცდილება გავლენას ინდივიდუალურ და სოციალურ როლზე წესებისა და ნორმების ფორმირებაში. 1937 წელს მან გამოაქვეყნა ორი თეზისი: „ბავშვი თამაშობს ღილებით“ და „ბავშვები — ქვეყნის მშენებლები“.

1938-1940 წლებში მუშაობდა სპეციალურ საგანმანათლებლო პედაგოგიურ კოლეჯში, ისევ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამიტომ ცხოვრობდა იმ თანხებით, რომელიც მას ენების სწავლებით ჰქონდა. ფერენც მერეი დაქორწინდა მასწავლებელ ვერა მოლნარზე. მათ ერთმანეთი გაიცნეს საგამოცდო ორგანიზაციის ფარგლებში და ერთად მუშაობდნენ.

მერეი გაათავისუფლეს სამუშაოდან, მიზეზი იყო ანტიებრაული კანონები. 1940 წლიდან ის მუშაობდა პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელად ჯულია დიერდის ხელმძღვანელობით. 1942 წელს მან დაწერა თავისი პირველი წიგნი „კარიერის არჩევის ფსიქოლოგია“. 1944 წელს გადაკვეთა ფრონტის ხაზი და შეუერთდა საბჭოთა არმიას, სადაც სამსახურის დასრულებისას მიიღო კაპიტნის წოდება.

1945-1948 წლებში ხელმძღვანელობდა ბუდაპეშტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, სწავლობდა პედაგოგიურ კოლეჯში და კითხულობდა ლექციებს ეტვეშის კოლეგიაში. 1949 წელს დაინიშნა ეროვნული ფსიქოლოგიური განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელად. იმავე წელს მან დაწერა რამდენიმე კვლევა და სამი წიგნი: „ბავშვის მსოფლიო ხედვა“ (1945), „კოლექტიური გამოცდილება“ (1947) და „ბავშვის კვლევა“ (1948). მისი კოლექტიური გამოცდილების კვლევები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებად ითვლება მეცნიერებაში.

1949 წელს იგი დაჯილდოვდა კოშუტის პრემიით (ვერცხლის მედალი) თავისი პედაგოგიური მუშაობისთვის. 1950 წელს ინსტიტუტი დაიხურა, მერეი გათავისუფლდა პოსტიდან და თარჯიმანი გახდა. იგი 1956 წელს იყო რეაბილიტირებული და გახდა ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ კი 1958 წელს ბიოქიმიის ინსტიტუტში.

1958 წლის ოქტომბერში იგი დააკავეს და დაადანაშაულეს შეთქმულების ორგანიზებაში. მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავდაპირველად სასჯელს იხდიდა ბუდაპეშტში, შემდეგ შატორალიუჰში, შემდეგ კი ვაცეში. მერეიმ 1960 წელს შატორალიუჰეს ტყვეობაში დაიწყო თავისი „ფსიქოლოგიური დღიურის“ (მცირე ქაღალდზე, რადგან სხვა ტიპის ქაღალდზე წერა არ იყო შესაძლებელი) წერა. ტყვეობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მან ინსულტი გადაიტანა. 1963 წლის მარტში იგი ამნისტირებულ იქნა.

1964 წლის თებერვლიდან მუშაობდა ეროვნული ნევროლოგიური და ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფსიქოლოგიის კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, რომელიც თავად დააარსა. ლაბორატორიაში მან შეკრიბა თავისი კოლეგები და სტუდენტები, მათ შორის ლივია ნემეში და აგნეშ ბინე. მისი ლაბორატორია გახდა უნგრეთში ფსიქოლოგების მომზადების ცენტრი. აგნეშ ბინე მისი ორი წარმატებული წიგნის — „ბავშვთა ფსიქოლოგია“ და ბავშვთა ენციკლოპედიის „ჯალაღვერდის ფანჯარა“ (Oknó–giraf) — თანაავტორია.

1982 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიის დოქტორის წოდება და დაჯილდოებულ იქნა პალა რანშბურგის მედალიონით უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. 1984 წელს, როდესაც მერეი გამოჯანმრთელდა მძიმე ოპერაციის შემდეგ, ფილმი-ინტერვიუ გადაიღეს მის მონაწილეობით. ინტერვიუს ნაწილები, რომლებშიც იგი კრიტიკულად აფასებდა უნგრეთის პოლიტიკას. ინტერვიუ ტელევიზიით არ იყო ნაჩვენები 2009 წლამდე.

1933 წელს მიიღო დიპლომი პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1979 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. 1949 წელს დანიშნეს უნგრეთის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორად, 1954-1958 წლებში კი ხელმძღვანელობდა ბუდაპეშტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს. 1964-1976 წლებში მუშაობდა უნგრეთის ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში. პროფესიული საქმიანობის ადრეულ ეტაპზე შეისწავლა კოგნიტური განვითარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი კვლევითი ინტერესები გადაიხარა იმ ფსიქოლოგიური პროცესების გაანალიზებისკენ, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანების მიდრეკილებას ომში მონაწილეობისა და ძალადობისკენ. ფერენც მერეიმ შეიმუშავა კვლევითი მოდელი, რომლის მიხედვითაც ჯგუფური გამოცდილება და კოლექტიური მეხსიერება, ისევე როგორც ჯგუფის ტრადიციები, ხშირად აღემატება ინდივიდის ნებისყოფას და განსაზღვრავს მის ქცევას.

  • A gombozó gyermek (Kalocsa, 1937)
  • A pályaválasztás lélektana (Budapest, 1942)
  • A gyermek világnézete (Budapest, 1945)
  • Az együttes élmény (Budapest, 1947)
  • A Rorschach-táblák felszólító jellege (Budapest, 1947)
  • Gyermektanulmány (Új Nevelés Könyvtára, 1948)
  • Rorschach próba I-V. köt. (OIE, Vademecum-sorozat, 1966)
  • A pár és a csoport (Pszichológiai Tanulmányok, Budapest, 1967)
  • Gyermeklélektan (társszerző: V. Binét Ágnes, Budapest, 1970)
  • Ablak-Zsiráf. Képes gyermeklexikon (Binét Ágnessel, Budapest, 1971)
  • Klinikai pszichodiagnosztikai módszerek (társszerző Szakács Ferenc, Budapest, 1974)
  • A klinikai pszichológia gyakorlata (társszerző Szakács Ferenc, Budapest, 1974)
  • Szociálpszichológiai vizsgálatok az iskolában (Budapest, 1974)
  • Adalékok egy társas szempontú gyermeklélektanhoz (Budapest, 1985-86)
  • Lélektani napló (1-4. 2. bőv. kiad., Budapest, 1985-86)
  • „…Vett a füvektől édes illatot“ (Művészetpszichológia, Budapest, 1986)
  • Pszichodiagnosztikai vademecum. Bölcsészettudományi karok. *Egységes jegyzet; szerk. Mérei Ferenc, Szakács Ferenc; Tankönyvkiadó, Bp., 1988
  • Freud fényében és árnyékában; szerk., előszó Gerő Zsuzsa; Interart, Bp., 1989
  • A pszichológiai labirintus. Fondorlatok és kerülőutak a lelki életben; szerk., előszó, tan. Bagdy Emőke; Magyar Pszichiátriai Társaság, Bp., 1989
  • Társ és csoport. Tanulmányok a genetikus szociálpszichológia köréből; sajtó alá rend. Gerő Zsuzsa, Fischer Eszter; Akadémiai, Bp., 1989
  • Н. Шихи. Психология: биографический библиографический словарь. — Санкт-Петербург, Евразия, 1999
  • Csaba Pléh: Pszichológiatörténet.(=The History of Psychology) Budapest: Gondolat, 1992. Ferenc Mérei see 221-223. p. ISBN 963-282-467-9
  • Pléh Csaba: A lélektan története /IV. rész. 17. A fejlődéselv diadalútja 2. A Piaget-hagyomány és a magyar pedológia: Mérei Ferenc 2010. Osiris ISBN 978 963 276 052 0
  • Horváth Ggörgy: Személyiség és öntevékenység. /4. Csoportdinamika, Kurt Lewin. /7. Gyermeklélektan, V.Binét Ágnessel. ISBN 963 17 60170
  • Bagdy E. – Forgács P. – Pál M.: Mérei emlékkönyv. Budapest, (1989)
  • Erős F.: Mérei Ferenc fényében és árnyékában. Budapest, (1989)
  • Mérei Élet-Mű, Tanulmányok (2006)
  • Auestad, Lene; Treacher Kabesh, Amal. "Traces of Violence and Freedom of Thought". Springer. p. 201. ISBN 978-1-137-57501-2. Retrieved 2017-11-25.
  • Csaba Pléh: Pszichológiatörténet.(=The History of Psychology) Budapest : Gondolat, 1992. Ferenc Mérei see 221-223. p. ISBN 963-282-467-9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Národní autority České republiky