ფერდინანდ II (ორი სიცილია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდ II
Ferdinando II
Ferdinand II, King of the Two Sicilies.jpg
ორი სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 8 ნოემბერი 1830
მმართ. დასასრული: 22 მაისი 1859
წინამორბედი: ფრანცის I
მემკვიდრე: ფრანცის II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 იანვარი 1810
დაბ. ადგილი: პალერმო, სიცილია
გარდ. თარიღი: 22 მაისი 1859
გარდ. ადგილი: ორი სიცილიის სამეფო
მეუღლე: მარია კრისტინა სავოიელი
მარია ტერეზა ავსტრიელი
შვილები: ფრანცის II
პრინცი ლუისი
პრინცი ალბერტ მარია
პრინცი ალფონსო
პრინცესა მარია ანუნკიატა
პრინცესა მარია იმაკულატა
პრინცი გაეტანი
პრინცი ჯუზეპი
პრინცესა მარია პია
პრინცი ვინჩენცო
პრინცი რასკველი
პრინცესა მარია ლუიზა
პრინცი გენარო
მამა: ფრანცის I
დედა: მარია ისაბელ ესპანელი
რელიგია: რომის კათოლიკური ეკლესია

ფერდინანდ II (იტალ. Ferdinando Carlo; დ. 12 იანვარი, 1810 — გ. 22 მაისი, 1859) — ორი სიცილიის სამეფოს მეფე 1830–1859 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი სიცილიის — ნეაპოლისა და საკუთრივ სიცილიის ტახტზე ასვლისას ფერდინანდმა უარყო მამის ტირანული პოლიტიკია, გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და რეფორმების გატარებას მიჰყო ხელი. მაგრამ თანდათანობით ის უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა და დაუნდობლად ებრძოდა ნებისმიერ ამბოხს.

1848 წელს იტალია რევოლუციამ მოიცვა, ხოლო პალერმოში აჯანყებულებმა წარმატებას მიაღწიეს. ნეაპოლში გაშლილმა სააგიტაციო მუშაობამ ფერდინანდი აიძულა, ხელი მოეწერა კონსტიტუციისათვის, მაგრამ როცა მისმა ჯარმა ნეაპოლელი აჯანყებულები დაამარცხა, ფერდინანდმა კონსტიტუცია ნაკუწებად აქცია და სიცილიის დასაბრუნებლად დაიძრა. სიცილიის ქალაქების მძიმე დაბომბვამ მას მეტსახელი — „მეფე ბომბი“ მოუტანა. ბრიტანელმა უილიამ ეუორტ გლედსტონმა მის ტირანულ მმართველობას „სამთავრობო სისტემაში შეღწეული უღმერთობა“ უწოდა.

მისი გარდაცვალებიდა მოკლე ხანში, 1859 წელს ორი სიცილია ერთიანი იტალიის შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 114 — თბილისი, „კლიო“, 2011.