Ferrari Berlinetta Boxer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფერარი 365gtb/4 ბერლინეტა ბოქსერი)
SC06 1973 Ferrari 512BBi
Ferrari Berlinetta Boxer-terabass

Ferrari Berlinetta BoxerFerrari-ს მიერ 1973-1984 წლებში წარმოებული ავტომობილების სერია.

1970-იანი წლების დასაწყისში სუპერმანქანების უმეტესობას ძრავა ძარის შუა ნაწილში ჰქონდა განლაგებული. ენცო ფერარი ტექნიკურ საკითხებში კონსერვატორი იყო და ახალ ტენდენციას არ მიჰყვებოდა, თუმცა „Lamborghini“-ს მოდელებმა „მიურამ“ და „ქაუნტაჩმა“ ყველაფერი შეცვალა. კრიტიკოსებმა ფერარი ძველმოდურობაში დაადანაშაულეს და მარანელოს ქარხანა ენერგიულად შეუდგა პრობლემების გადაჭრას. ფერარიმ შუა ძრავის მქონე ავტომობილი 1973 წელს გამოუშვა და ამ მოდელს „365 GT4 Berlinetta Boxer“ უწოდა, თუმცა მას შემოკლებით „ბოქსერსაც“ (ინგლ. Boxer) უწოდებენ. ფერარის ავტომობილის დიზაინი კვლავ იტალიურმა ფირმამ, Pininfarina-მ შექმნა. ავტომობილის ფორმა საჩვენებელ მანქანა P6-ს დაეფუძნა, დიაინის ავტორი კი კვლავ ლეონარდო ფიორავანტი ავანი გახდა.

ფერარი მანამდე ცნობილი იყო V12 ძრავებით, მაგრამ როდესაც საქმე ძალური დანადგარის კაბინის უკან განლაგებაზე მიდგა, ფირმამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი განაცხადა. ინჟინერმა V12-ის ცილინდრები გარეთ განალაგა. ძრავას თავდაპირველად 4,4 ლიტრი მოცულბოის 344 ცხენის ძალა ჰქონდა, ხოლო 5 ლიტრიანი 512 BB 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავის ძარის შუა ნაწილში განლაგების შემდეგ სუპერმანქანები გაფართოვდა და ავტომობილის სალონში ჩაჯდომა გართულდა. თანამედროვე რბილი სავარძლებისგან განსხვავებით, „ბოქსერის“ სავარძლებს შორის ფერარისთვის ტიპური სიჩქარე გადამრთველი ბერკეტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]