ფენი (მდინარე)
ფენი | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი, ბანგლადეში |
სათავე | სამხრეთ ტრიპურის რაიონი |
სიგრძე | 108 კმ |
ფენი ვიკისაწყობში |
ფენი (ბენგალ. ফেনী নদী) — მდინარე ინდოეთის შტატ ტრიპურასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანგლადეშში. სათავეს იღებს სამხრეთ ტრიპურის რაიონში და მიედინება ქალაქ საბრუმისკენ, რის შემდეგაც შედის ბანგლადეშში.[1] შესართავის სიახლოვეს ერთვის მდინარე მუჰური, იგივე პატარა ფენი. მდინარე სანაოსნოა პატარა ნავებისთვის მთელი წლის მანძილზე, რამგარჰიდან 80 კმ-ით ზემოწელამდე.[2]
1958 წლიდან სათავეს იღებს დავა მდინარის წყლების თაობაზე ინდოეთსა და პაკისტანს (შემდეგში ბანგლადეში) შორის.
ნაწყვეტი პაკისტანური მხარის მოხსენებიდან: „ინდოეთი ცდილობს ფენის წყლების საირიგაციო პროექტებში გამოყენებას, რაც ბანგლადეშის მხარეს ეროზიის პრობლემებს იწვევს“.
აღნიშნული პრობლემა 2006 წელს გადაიჭრა, როდესაც ინდოეთისა და ბანგლადეშის წყლის რესურსების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მდინარეზე არსებული პირობების ინსპექტირების ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე“.[3]
2010 წლის დეკემბერში, ფენიზე დაიწყო 150 მეტრიანი ხიდის მშენებლობა, რომელიც საბრუმსა და რამგარჰს აკავშირებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sabroom Feni River Canal. Forum Twipra.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-05. ციტირების თარიღი: 2007-12-18.
- ↑ Chowdhury, Saiful Quader. Feni River. Banglapedia. Asiatic Society of Bangladesh. ციტირების თარიღი: 2007-12-18.
- ↑ India-Bangladesh Political Relations. Sharing of River Waters. Ministry of External Affairs, Government of India, February 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-25. ციტირების თარიღი: 2007-12-18.