შინაარსზე გადასვლა

ფელსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფელსი (ბერძ. follis) — სპილენძის მონეტა. აღმოჩენილია თბილისში. ფელსი ბიზანტიაში იხმარებოდა ტექნიკურ-სახაზინო ტერმინად სპილენძის მონეტისთვის. იქვე შეიძინა ორმაგი მნიშვნელობა:

  1. გარკვეული სამონეტო ერთეულისა და
  2. საერთოდ სპილენძის მონეტისა.

ტერმინი ასევე ორმაგი მნიშვნელობით გადავიდა სპარსეთში. აქედან მომდინარეობს ქართული ფულის სახელწოდება. საქართველო რუსეთთან შეერთებამდე ფელსი აღნიშნავდა როგორც გარკვეულ სამონეტო ერთეულს, ისე ფულს საერთოდ.

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 867