ფელიქს დერელი
ფელიქს დერელი | |
---|---|
ფრანგ. Félix d’Hérelle | |
დაბ. თარიღი | 25 აპრილი, 1873[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | პარიზი[2] [5] |
გარდ. თარიღი | 22 თებერვალი, 1949[1] [2] [3] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა |
კანადა საფრანგეთი |
საქმიანობა | მიკრობიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგი და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კონდორსეს ლიცეუმი |
ჯილდოები | ლევენჰუკის მედალი, კანადის მედიცინის დიდების დარბაზი[6] , ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[7] და ლეიდენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[8] |
ფელიქს დ'ერელი (ფრანგ. Félix d'Hérelle; დ. 25 აპრილი, 1873, მონრეალი, — გ. 22 თებერვალი, 1949, პარიზი) — კანადელი ფრანგი მიკრობიოლოგი, ბაქტერიოფაგების ერთ-ერთი აღმომჩენი და ფაგოთერაპიაში პირველი ცდების ავტორი.
მედიცინას სწავლობდა პარიზსა და ლეიდენში, შემდეგ მუშაობდა გვატემალის, მექსიკის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში. 1917 წელს შეისწავლა და დაწვრილებით აღწერა ნ. გამალეას მიერ 1898 წელს აღმოჩენილი მოვლენა, რომელსაც ბაქტერიოფაგია უწოდა. 1923–1927 წლებში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი იყო ალექსანდრიაში (ეგვიპტე), 1928 წლიდან კი — იელის უნივერსიტეტში ნიუ-ჰეივენში (აშშ). 1933-1935 წლებში დ'ერელი ორჯერ იყო საქართველოში. მუშაობდა თბილისის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში. გიორგი ელიავასთან ერთად შეიმუშავა სპეციალიზებული ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შექმნის პროგრამა. დ'ერელის წინადადებით, ბაქტერიოფაგს იყენებენ ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პარიზში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფელიქს დერელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Encyclopædia Britannica
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ Laureates of The Canadian Medical Hall of Fame — კანადის მედიცინის დიდების დარბაზი.
- ↑ Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'hui — Laval University.
- ↑ Honorary doctorates and prizes — ლეიდენის უნივერსიტეტი.