ფელიქს ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფელიქს ბრაუნი
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი 1885(1885-11-04)[1] [2]
დაბ. ადგილი ვენა[1]
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი 1973(1973-11-29)[1] [2] (88 წელი)
გარდ. ადგილი კლოსტერნოიბურგი[1]
დასაფლავებულია Zentralfriedhof
საქმიანობა პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია
ჯილდოები ავსტრიის დიდი სახელმწიფო პრემია ლიტერატურაში და ქალაქ ვენის საპატიო ბეჭედი

ფელიქს ბრაუნი (გერმ. Felix Braun, დ. 4 ნოემბერი, 1885, ვენა29 ნოემბერი, 1973, კლოსტერნოიბურგი, ავსტრია) – ავსტრიელი პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და ესეისტი. ვენაში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას და გერმანისტიკას. 1928–1938 წლებში მუშაობდა პრივატ–დოცენტად პალერმოსა და პადუაში. 1939 წელს ემიგრაციაში მიდის ინგლისში. 1951 წელს ბრუნდება ვენაში და განაგრძობს სამეცნიერო და შემოქმედებით მოღვაწეობას არის ავსტრიის დიდი ლიტერატურული პრემიისა და გრილპარცერის პრემიის ლაურეატი.

ფელიქს ბრაუნის მსოფლმხედველობასა და ლიტერატურულ გემოვნებას აყალიბებს ანტიკური კულტურა, კათოლიკური ჰუმანიზმი და ავსტრიული ლიტერატურული ტრადიციები. შემოქმედებით საქმიანობას იწყებს ნეოკლასიციზმის, ნეორომანტიზმისა და ვენური იმპრესიონიზმის გარემოცვაში. შემოქმედებაში უხვად იყენებს ბერძნულ მითოლოგიას, ბიბლიურ და ისტორიულ თემებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დალი ფანჯიკიძე, მთარგმნელისაგან, „ჩვენი მწერლობა“, №10, 2006 წ., გვ. 55

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]