ფეითი (ძაღლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეითი

ფეითი (ინგლ. Faith „რწმენა“) — ინვალიდი ძაღლი, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ მანასში (ვირჯინია, აშშ) და შეეძლო ვერტიკალურად სიარული. ცხოვრობდა პატრონთან — ჯუდ სტრინგფელოუსთან. ფეითი დაიბადა 2002 წლის დეკემბერში წინა ფეხების გარეშე. სახელი გაითქვა სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა ადგილებში ინვალიდი ადამიანებთან სტუმრობით. ფეითს ჰყავდა საკუთარი იურისტიც, რომელიც მის ინტერესებს შოუ-ბიზნესში იცავდა.

სტრინგფელოუს ოჯახმა ოკლაჰომა-სითიდან აიყვანა ფეიტი, ლაბრადორის და ჩაუ-ჩაუს მიქსი, როდესაც ძაღლი 3 კვირის იყო. ლეკვი დაიბადა დეფექტით, რომელმაც მისი წინა ფეხების განვითარება შეუძლებელი გახადა[1]. მეორე ვერსიით, ფეხები ლურსმნებისგან მიყენებული ტრავმის გამო მოაჭრეს[2] თავიდან ძაღლს სკეიტბორდზე სიარულსაც ასწავლიდნენ.

ძაღლი ფეითი 2014 წლის 22 სექტემბერს მოკვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]