ფეთონგთან ჩინავატი
ფეთონგთან ჩინავატი | |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 16 აგვისტო, 2024 |
მონარქი | მაჰა ვაჩირალონგკორნი |
წინამორბედი | სრეტა ტავისინი |
პჰია თაის პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ოქტომბერი, 2023 – დღემდე | |
წინამორბედი | ჩუსაკ სირინილი |
დაბადებული | 21 აგვისტო, 1986 ბანგკოკი, ტაილანდი |
პოლიტიკური პარტია | პჰია თაი |
მამა | თაქსინ ჩინავატი |
დედა | პოტიამან ნა პომბეირა |
მეუღლე | პიტაკა სუკსავატი |
შვილები | 1 |
განათლება | ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი, სურეის უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი, ბიზნსემენი |
ხელმოწერა |
ფეთონგთან ჩინავატი (ტაი. แพทองธาร ชินวัตร; დ. 21 აგვისტო, 1986, ბანგკოკი, ტაილანდი) — ტაილანდელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, 2024 წლის 16 აგვისტოდან ტაილანდის 31-ე პრემიერ-მინისტრი, 2023 წლიდან პჰია თაის პარტიის ლიდერი. ჩინავატის ოჯახის წევრი, იგი არის თაქსინ ჩინავატის (ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2001-2006 წწ.) უმცროსი ქალიშვილი და იინგლაკ ჩინავატის ძმისშვილი (პრემიერი-მინისტრი 2011 წლიდან 2014 წლამდე). ფეთონგთანი გახდა ტაილანდის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი და მეორე ქალი მამიდის შემდეგ, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[1][2]
დაიბადა 1986 წლის 21 აგვისტოს[3] ბანგკოკში.[4][5] საბაზო საშუალო განათლება მიიღო სენტ-ჯოზეფ კონვენტის სკოლაში და უმაღლესი საშუალო განათლება მატერ-დეის სკოლაში. სწავლობდა ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც 2008 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ინგლისში, სურეის უნივსერისტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი სასტუმროების საერთაშორისო მენეჯმენტში.[3]
2024 წლის 14 აგვისტოს ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სრეტა ტავისინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ფეთონგთანი დასახელდა მის შემცვლელად.[6] ჩინაბვატის კანდიდატურა დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ 16 აგვისტოს მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის სხვა პარტიებმა მისი ალტერნატივა არ დაასახელეს.[7][8] ოფიციალური ფიცი დადო 18 აგვისტოს, მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის მიერ მისი კანდიდატურის მოწონების შემდეგ.[9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ex-PM's daughter picked as youngest ever Thai leader. BBC (16 August 2024). ციტირების თარიღი: 16 August 2024
- ↑ „Paetongtarn Shinawatra becomes Thailand's youngest prime minister“. CNBC (ინგლისური). 16 August 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2024. ციტირების თარიღი: 16 August 2024.
- ↑ 3.0 3.1 เปิดประวัติ อุ๊งอิ๊ง-แพทองธาร ทายาทชินวัตร หัวหน้าครอบครัวเพื่อไทย th. matichon (22 March 2022). ციტირების თარიღი: 2 May 2022
- ↑ Chen, Heather; Olarn, Kocha. A coup ousted her father. Now she's standing in Thailand's election en (9 April 2023). ციტირების თარიღი: 20 August 2024
- ↑ Campbell, Charlie (18 April 2023). „Her Family Was Ousted From Power in Thailand. Now She Wants to Be Asia's Youngest-Ever Female Leader“. TIME (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2024. ციტირების თარიღი: 19 August 2024.
- ↑ „Thailand's Pheu Thai party picks Paetongtarn Shinawatra as PM candidate“. France 24 (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 August 2024.
- ↑ „Paetongtarn Shinawatra elected Thailand's 31st prime minister“. Bangkok Post. 16 August 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2024. ციტირების თარიღი: 18 August 2024.
- ↑ Thai lawmakers elect Thaksin's daughter Paetongtarn Shinawatra as PM. France 24 (16 August 2024). ციტირების თარიღი: 16 August 2024
- ↑ Thailand's Paetongtarn Shinawatra sworn in as PM after royal sign-off. Al Jazeera (18 August 2024). ციტირების თარიღი: 18 August 2024