ფედერიკო სტრაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერიკო სტრაგა

სოლო მომღერალი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფედერიკო სტრაგა
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1972
დაბ. ადგილი ბელგრადი, სერბეთი
წარმოშობა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1997 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი BMG, Sony
საიტი straga.it

ფედერიკო სტრაგა (იტალ. Federico Stragà; დ. 10 ივლისი, 1972, ბელგრადი, სერბეთი) — სერბეთში დაბადებული, იტალიელი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერიკომ პირველად სიმღერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 18 წლისას მან ჯგუფი დააარსა "SPC" რომელიც ძალიან პოპულარული იყო იტალიაში. მხოლოდ 5 წელი გაძლო ამ ჯგუფმა, შემდეგ კი ფედერიკომ სოლო კარიერა დაიწყო.

1997 წელს მან სანრემოს ახალგაზრდულ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც სიმღერით „La notte di San Lorenzo“ (სან ლორენცოს ღამე) გამოვიდა. 1998 წელს მან ისევე სანრემოს ფესტივალზე იმონაწილევა. იმავე წელს მან თავისი 1-ლი ალბომი „Federico Stragà“ გამოუშვა, რაშიც BMG-ის ჯგუფი მიეხმარა. 2000 წელს ივნისში მან თავისი მე-2 ალბომი გამოუშვა „Click Here“ სადაც მისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა ასტრონავტი შევიდა.

2002 წელს ივნისში მან „ზაფხულის დისკი“ მოიგო სიმღერით „Il coccodrillo vegetariano“ (ვეგეტერიანელი ნიანგი), რომელიც მისი მე-3 ალბომიდან „Giorni“ (დღეები) იყო.

2003 წელს იგი სანრემოს ფესტივალზე ანა ტატანჯელოსთან ერთად დუეტში გამოვიდა, სადაც ულამაზესი და ჩემი აზრით იტალიური ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ლამაზი სიმღერა „Volere volare“ (გაფრინდება) შეასრულეს, რომელიც დღემდე ჰიტია.

2008 წელს მან ალბომი გამოუშვა „Stragà canta Sinatra“ (სტრაგა მღერის სინატრას) სადაც უმეტესად სინატრას სიმღერები იყო შესული ფედერიკოს შესრულებით. ამ ალბომში მან თავისი ერთი სიმღერაც „The Light“-იც შეიყვანა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Federico Stragà (1998)
  • Click here (2000)
  • Giorni (2002)
  • Stragà canta Sinatra (2008)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]