ფება (თანამგზავრი)
| ფება | ||||
|---|---|---|---|---|
|
სატურნის თანამგზავრის ფებას ფოტო | ||||
| ეპონიმი | ფებე (ძვ. ბერძნ. Φοίβη) | |||
| სხვა სახელები | სატურნ IX | |||
| აღმოჩენა | ||||
| აღმომჩენი | უილიამ ჰენრი პიკერინგი | |||
| აღმოჩენის თარიღი | 18 მარტი, 1899 | |||
| ორბიტალური მახასიათებლები | ||||
| დიდი ნახევარღერძი (a) | 12960000 კმ | |||
| ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.1562415 | |||
| გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
550.564636 დღე | |||
| დახრილობა (i) |
173.04° (ეკლიპტიკის მიმართ) 151.78° (სატურნის ეკვატორის მიმართ) | |||
| ვისი თანამგზავრია | სატურნი | |||
| ფიზიკური მახასიათებლები | ||||
| ზომები | (218.8±2.8) × (217.0±1.2) × (203.6±0.6) კმ | |||
| საშუალო რადიუსი | 106.5±0.7 კმ | |||
| მოცულობა (V) | (5.07±0.14)×106 კმ³ | |||
| მასა (m) | (8.3123±0.0162)×1018 კგ | |||
| საშუალო სიმკვრივე () | 1.6428±0.0326 გ/სმ³ | |||
| თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) |
0.038–0.050 მ/წმ² | |||
| პირველი კოსმოსური სიჩქარე () |
≈ 0.102 კმ/წმ | |||
| ალბედო | 0.100±0.005 | |||
| აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე | 6.59±0.02 | |||
| ტემპერატურა | ||||
| ზედაპირზე | ≈ 73 K | |||
|
| ||||
|
| ||||
| ფება | ||||
ფება[1] (ლათ. Phoebe, ძვ. ბერძნ. Φοίβη), სატურნ IX — პლანეტა სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი. მისი დიამეტრია 220 კმ; პლანეტის ცენტრიდან საშუალო დაშორება — 12 944.3 ათასი კმ; პლანეტის გარშემო მოქცევის სიდერული პერიოდი — 548.21 დღე-ღამე; ვარსკვლავიერი სიდიდე საშუალო პირისპირდგომისას — +16.4. გარემოიქცევა პლანეტის ღერძული ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით; აღმოაჩინა უ. პიკერინგმა 1898 წელს. სახელი წეოდა ტიტანიდა ფებეს მიხედვით ბერძნული მითოლოგიიდან.
ითვლება, რომ ფებე კოიპერის სარტყელში ჩამოყალიბდა და სატურნის გრავიტაციით დაჭერილი კენტავრი იყო (რაც მის ორბიტალურ მოძრაობას ხსნის).
2004 წლის ივნისში, კასინის კოსმოსურმა ზონდმა თანამგზავრს ჩაუფრინა. როგორც კასინის მისიის ერთ-ერთმა მენეჯერმა, დოქტორმა ალფრედ მაკიუენმა აღნიშნა, „ფებეს ლანდშაფტები ძალიან განსხვავდება ასტეროიდების სურათებისგან. ისინი უფრო ტრიტონს და სხვა ობიექტებს მოგვაგონებს, რომლებიც 4 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ გარე მზის სისტემაში ჩამოყალიბდნენ“.
ფება ძალიან მუქი ობიექტია, მაგრამ ზოგიერთი კრატერის ზედაპირი უფრო ღია ფერის მასალისგან შედგება, სავარაუდოდ, ყინულისგან. თანამგზავრის სიმკვრივე შედარებით მაღალია მისი ზომის ციური სხეულისთვის, რაც მასში კლდოვანი მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობაზე მიუთითებს.
ფებას გარკვეულწილად არარეგულარული ფორმა აქვს, რომელიც შორსაა სფეროიდისგან. ითვლება, რომ ფებას ოდესღაც უფრო მომრგვალებული ზედაპირი ჰქონდა და ჰიდროსტატიკური წონასწორობის მახლობლად მდებარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ამჟამინდელ ფორმამდე ენდოგენური აქტივობის (ან ეგზოგენური ფაქტორების) შედეგად ჩამოყალიბდა. ზოგიერთი მეცნიერი მას ყოფილ ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 244.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Phoebe Profile at NASA’s Solar System Exploration site
- Cassini-Huygens Multimedia: Images: Moons: Small Moons
- Cassini Pass Reveals Moon Secrets, BBC News, June 14, 2004
- Asaravala, A. Saturn’s Odd Moon Out, Wired, (May 4, 2005)