ფახჰოხშულე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფახჰოხშულე (გერმ. Fachhochschule) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი ფორმა გერმანიაში. ფახჰოხშულე ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი. უმაღლეს სპეციალურ სასწავლებლებში დიდი ყურადღება ეთმობა გამოყენებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლას. ამ ტიპის სასწავლებლებში სწავლების ძირითადი აქცენტი გადატანილია მეცნიერებათა გამოყენებითობაზე, ანუ სტუდენტებისათვის მომავალ პროფესიულ საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე. სწორედ ამით განსხვავდება გერმანიაში ე.წ. „ფახჰოხშულეუნივერსიტეტისაგან, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა თეორიული, სამეცნიერო მუშაობის შესწავლას უთმობენ.

იმის გამო, რომ შეუძლებელია სახელის „ფახჰოხშულე“ ინგლისურ ენაზე გადატანა ფონეტიკური ადაპტაციით), მას თარგმნიან როგორც „University of Applied Sciences“, ანუ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ტიპის სასწავლებელთათვის სულ უფრო და უფრო ორი ახალი სახელდება ფეხს იკიდებს, რომელიც ძალიან ჰგავს მის ინგლისურ თარგმანს, კერძოდ კი უბრალოდ უმაღლესი, ან გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაგან პირველის შემოკლებული ფორმა გერმანულად არის HS [აეი], ხოლო მეორესი კი HAW [ავე].

დღესდღეობით გერმანიაში, ამ ტიპის უმაღლესი სასწავლებლები სწავლის მსურველთ სთავაზობს არამხოლოდ საბუნებისმეტყველო სოციალურ და ტექნიკურ, არამედ სახელოვნებო დარგების დაუფლებასაც.

ბოლონიის პროცესის კვალდაკვალ ფახჰოხშულეებს უფლება აქვთ მომავალ სტუდენტებს აკრედიტირებული დარგების ფარგლებში შესთავაზონ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მოპოვება.

ფახჰოხშულეში სტუდენტები შეისწავლიან როგორც მინიმუმ ერთ სპეციალობას — ტექნიკას, მეურნეობას, აგრიკულტურას, ადმინისტრირებას. სწავლებაზე დასტურის მისაღებად საჭიროა 12–წლიანი სასკოლო განათლების სიმწიფის ატესტატი. სწავლის ხანგრძლივობა 6 სემესტრიანია და ნაწილობრივ განივრცობა 2 საპრაქტიკო სემესტრით. უნივერსიტეტში სასწავლებლად გადასვლის მსურველებს შეიძლება გარკვეული სემეტრების რაოდენობა ჩაეთვალოთ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]