ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი (ერიკოვსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი
Мемориал «Жертвам фашизма»
მდებარეობა ერიკოვსკი, დუბოვსკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი მ. ხადაძე, ი. სტეპანიუკი
თარიღდება 1975
გარე სურათები
ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი

ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი (რუს. Мемориал «Жертвам фашизма») — მემორიალური კომპლექსი, მდებარეობს ხუტორ ერიკოვსკში, დუბოვსკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელმა ფაშისტებმა სოფელ ერიკოვსკთან საბჭოთა ჯარისკაცებისთვის საკონცენტრაციო ბანაკი შექმნეს.

სამხედრო ტყვეების განადგურების მიზნით გერმანელა ფაშისტებმა ფრონტის ხაზთან შექმნეს მობილური საკონცენტრაციო ბანაკი, შემდეგ ეტაპზე შექმნეს სატრანზიტო ბანაკი („დულაგი“ — გერმანული სიტყვისაგან „Durch lager“) რკინიგზის სადგურთან ახლოს. ერიკოვსკის ბანაკი მიეკუთვნებოდა დულაგების ჯგუფს და მას ეწოდებოდა „დულაგი-124“ და ეს იყო ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი.

პირველი სამხედრო ტყვეები ბანაკში გაიგზავნა ოკუპაციიდან ძალიან მალევე. ხუტორში დაიწყო ბარაკების მშენებლობა. სამხედრო ტყვეებს ეძინათ ორიარუსიან ტახტებზე, რომლებიც წკნელებისგან იყო დამზადებული. ტყვეების დიდი ნაწილი ადგილების არ ქონის გამო პირდაპირ ქუჩაში იწვა. დაღუპულებს მარხავდნენ საერთო საფლავში, რომლის ზომაც იყო 6X4 მეტრზე.

ბანაკში მუდმივად იყო აბანო, სადაც ტყვეებს შეეძლოთ დაბანვა, თუმცა აბანოდან არავინ დაბრუნებულა ცოცხალი.

ბანაკის ხელმძღვანელობა სასტიკად ექცეოდა პატიმრებს. ერთხელ საბჭოთა ტყვეს ჩააცვეს გერმანელი სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი და გაწვრთნილი ძაღლი არც მიკარებია, მაგრამ როდესაც იმავე ტყვეს საბჭოთა ჯარისკაცის ფორმა ჩააცვეს ძაღლმა იგი დაგლიჯა. პატიმრებს დამწვარ მარცვლეულს აჭმევდნენ, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებმა დაწვეს, რათა ხელში არ ჩავარდნოდათ გერმანელებს. სარდაფებში გამოკეტილი ჰყავდათ 200-ზე მეტი ტყვე, რომელთაგან უმეტესობას მჯდომარეს ან მდგომარეს ეძინათ. ერთ-ერთი ბარაკი წვიის შედეგად ჩამოიქცა და ცოცხლად დამარხა ყველა ტყვე.

1942 წელს გერმანელებმა დაიწყეს სამხედრო ტყვეების ევაკუაცია. უკან დახევის დროს ტყვეები დაყვეს ოთხ ნაწილად და გადაიყვანეს სოფელ ზიმოვნიკში. 1943 წლის 1 იანვარს დუბოვსკის რაიონი გაათავისუფლეს ფაშისტებისაგან. დაავადებული და დასუსტებული ტყვეები გააგზავნეს ჰოსპიტალში სამკურნალოდ.

ბანაკის არსებობის პერიოდში დაახლოებით 18 000 ადამიანი გააწამეს. ყოველდღიურად ბანაკში წამებისაგან, შიმშლისაგან და აუტანელი შრომისაგან იღუპებოდა 100-200 ადამიანი. დახვრიტეს 5 000 ადამიანი, მათ შორის დუბოვსკის რაიონის 46 მაცხოვრებელი.

„დულაგი-124“-ის სამხედრო ტყვეების დაკრძალვის ადგილზე 1987 წელს დადგეს ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი, რომლის ავტორები იყვნენ ლენინგრადელი არქიტექტორები მ. ხადაძე და ი. სტეპანიუკი. მასთან ახლოს ააგეს მემორიალური პარკი. მემორიალის ძირითადი ნაწილი შედგება სამი სამხედრო ტყვის თეთრი გამოსახულებისაგან, რომლებიც ხელებით არიან დაკიდებულნი. მასთან ახლოს საკონცენტრაციო ბანაკის მავთულხლართებიანი კვარცხლბეკი დგას, რომელზეც წარწერაა:

ვიკიციტატა
„1942. Памяти жертв концлагеря. Советским воинам“

ყოველწლიურად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება მიტინგი, რომელიც ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და დაღუპულთა ხსოვნას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]