ფაქიზე თარზი
ფაქიზე თარზი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
1910 ალეპო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
10 ოქტომბერი 2004 (92 წლის) სტამბული, თურქეთი |
მოქალაქეობა |
![]() |
პროფესია | ექიმი, გინეკოლოგი |
ფაქიზე იზეთ თარზი ( თურქ. Pakize İzzet Tarzi ; დ. 1910, ალეპო, ოსმალეთის იმპერია — გ. 2004, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ექიმი, პირველი ქალი გინეკოლოგი თურქეთის რესპუბლიკაში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაქიზე თარზი დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ქალაქ ალეპოში 1910 წელს. [2] მისი მამა იყო ზირაატ ბანკასის (Ziraat Bankası) გენერალური ინსპექტორი ალეპოში. როდესაც 1918 წელს ბრიტანელებმა აიღეს ალეპო, ოჯახი გადავიდა ადანაში, ხოლო როდესაც ფრანგებმა ადანა აიღეს — კონიაში. გოგონამ საშუალო განათლება მიიღო Sörler Okulu-ში და შემდეგ სწავლა გააგრძელა ბურსას ამერიკულ ქალთა კოლეჯში. 1932 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი. [2]
სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქალი სერიოზულად დაინტერესდა მედიცინით, ვინაიდან ბავშვობიდან მხოლოდ ექიმობაზე ოცნებობდა. შემდგომი განათლების მისაღებად გადავიდა სტამბულში. როდესაც სრულწლოვანი გახდა, შევიდა უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფიზიკას და ქიმიას დარუფუნუნში. უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში ფაკულტეტის სახელით გამოვიდა უცხოელი დელეგატების წინაშე ილდიზის სასახლეში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე ქვეყნის განვითარების საკითხებზე და რევოლუციებზე. მუშაობდა ანტალიაში სამი კვირის განმავლობაში პროექტის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს სთხოვა სოფლების მონახულება. დიდი ყურადღება ეთმობოდა ქალთა ცნობიერების ამაღლებას.
ფაქიზემ 1932 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მან დაიწყო მუშაობა ჰასეკის გინეკოლოგიურ კლინიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვილჰელმ ლიპმანი. ფაქიზე იყო უნივერსიტეტის პირველი ქალი ასისტენტი. მეანობა-გინეკოლოგიაში სპეციალიზებული გადამზადების დროს პროფესორ ლიპმანთან ერთად მონაწილეობდა მრავალ რთულ ოპერაციასა და პროცედურებში. იგი გახდა სტამბულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი ქალი გინეკოლოგი და პირველი კურსდამთავრებული მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.[3]
1935 წელს ფაქიზე ცოლად გაჰყვა ფეთაჰ თარზის, ავღანეთის მეფის ამანულა ხანის ძმისშვილს. მან აღიდგინა ხარისხი და დაიწყო ექიმად მუშაობა რომში, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქმართან ერთად, შემდეგ დასახლდა სტამბოლში მშობლიურ ქვეყანაში ექიმად მუშაობის სურვილისა და პირველი შვილის გაჩენის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დისერტაციამ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე გამოცდაზე დადებითი შეფასება მიიღო, ფაქიზე თარზი არ მიიღეს ასისტენტ-პროფესორად, ვინაიდან არ გაიარა გამოყენებითი კლასის 45 წუთიანი გამოცდა და მიატოვა უნივერსიტეტი.
1949 წლის 21 ივლისს სტამბოლის შიშლის რაიონში გაიხსნა პირველი კერძო გინეკოლოგიური კლინიკა თურქეთში, რომელიც აღჭურვილი იყო მოწინავე ტექნოლოგიური აპარატურით. მისმა ძალისხმევამ ათასობით ადამიანს მისცა მშობიარობის საშუალება. ფაქიზე აქტიურად მუშაობდა კლინიკაში 1998 წლამდე.[4]
ის იყო ცხოველთა კეთილდღეობის ასოციაციის, თურქეთის უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის და სტამბოლის სოროპტიმისტური ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1948). ფაქიზე თარზი ასევე პოპულარული გახდა სპორტული მიღწევებით: ის იყო პირველი თურქი ქალი, რომელმაც ბოსფორი გადაცურა 1930-იან წლებში.[5]
იგი გარდაიცვალა 2004 წლის 10 ოქტომბერს 92 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ზინჯირლიკიუს სასაფლაოზე. [2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20150415001247/http://bianet.org/bianet/kadin/45304-ilklerin-kadini-tarzi-92-yasinda-vefat-etti
- ↑ 2.0 2.1 2.2 Hurriyet. (2004)İlk kadın doğumcu Dr Pakize Tarzi öldü. ციტირების თარიღი: 29 December 2016.
- ↑ Gynecology page (თურქ. .)
- ↑ Hurriyet Daily News (2008). "The first Turkish women in numerous occupations". Retrieved 29 December 2016.
- ↑ BBC (2014). "Prenses Zeynep Osman'ın evinden atılmama mücadelesi". Retrieved 29 December 2016.