ფაულერის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაულერის მუზეუმი
34°04′22″ ჩ. გ. 118°26′34″ დ. გ. / 34.072806° ჩ. გ. 118.443000° დ. გ. / 34.072806; -118.443000
დაარსდა 1963
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა კალიფორნია
დირექტორი მარლა ს. ბერნსი [1]
ოფიციალური საიტი http://www.fowler.ucla.edu
Map

ფაულერის მუზეუმი — მუზეუმი კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) კამპუსში, საყოველთაოდ ცნობილია როგორც “ფაულერი“, ყოფილი კულტურული ისტორიის მუზეუმი და ფაულერის კულტურის ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი იკვლევს აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის და ამერიკის ხელოვნებას და მატერიალურ კულტურას, წარსულსა და აწმყოში.

ფაულერში ძირითადად სამიდან ექვსამდე სამხატვრო გამოფენაა, ასევე შენობა გამოიყენება კულტურულ თემებზე ლექციების ჩასატარებლად, მუსიკალური წარმოდგენებისთვის, ხელოვნების სემინარებისთვის, საოჯახო პროგრამებისთვის, ფესტივლებისთვის და სხვა. ფაულერი მდებარეობს ვესტვუდის კამპუსის ჩრდილოეთ ნაწილში, როის ჰოლისა და გლორია კაუფმანის დარბაზის მიმდებარედ.

მუზეუმი ფუნქციონირებს კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი), ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლის (UCLA Arts) იურისდიქციის ქვეშ. “UCLA“- (University of California, Los Angeles)-კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერის მუზეუმის გეგმა სავრანის მიერ
მშენებარე ფაულერის მუზეუმი

მუზეუმი შეიქმნა, 1963 წელს, როგორც მუზეუმი და ეთნიკური ხელოვნების და ტექნოლოგიების ლაბორატორიები, “UCLA“–ს კანცლერის ფრანკლინ მერფის მიერ.[2] მისი პირველი სახლი იყო ჰეინეს ჰოლის სარდაფში, “UCLA“ კამპუსში. ახალი მუზეუმის მიზანი იყო, კამპუსში, არადასავლური ხელოვნებისა და არტეფაქტების სხვადასხვა კოლექციების გაერთიანება. გარდა აქტიური კოლექციისა, მუზეუმმა წამოიწყო კვლევითი პროექტები, საველე სამუშაოები, გამოფენები და პუბლიკაციები.

1971 წელს სახელი შეიცვალა და გახდა “კულტურის ისტორიის მუზეუმი“ და 1975 წლისთვის მისი კოლექციები რაოდენობრივად და ხარისხობრივად შეაფასეს, იგი ქვეყნის ოთხ საუკეთესო საუნივერსიტეტო მუზეუმს შორის მოხვდა, ამ სტატუსს იგი დღემდე ინარჩუნებს.[3]


1981 წელს, კანცლერმა ჩარლზ ე. იანგმა, მუზეუმის დირექტორთან, კრისტოფერ ბ. დონანთან ერთად შეიმუშავა ახალი შენობის ხედვა, რომელიც სრულად წარმოაჩენდა უზარმაზარ კოლექციას. არქიტექტორების არნოლდ ს. სავრანის და ჯონ კარლ ვარნეკეს მიერ შემუშავებული, 22 მილიონი დოლარის სტრუქტურა დასაჩუქრდა როგორც კერძო საჩუქრებით, ასევე სახელმწიფო რესურსებით.[4] დიდი ობიექტი სახელწოდებით ფოლერის კულტურული ისტორიის მუზეუმი გაიხსნა 1992 წლის 30 სექტემბერს[5], რომელსაც სახელი ფაულერის ფონდის, კოლექციონერის და გამომგონებლის ფრენსის ე. ფაულერის ოჯახის, მიერ ეწოდა..[6][7] 2006 წელს მუზეუმის სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ეწოდა ფაულერის მუზეუმი.[2]

ფაულერის ორმოცდამეათე საიუბილეო დღესასწაული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის შემოდგომაზე, მუზეუმმა დაიწყო ორმოცდამეათე საიუბილეო დღესასწაული, ღამის დღესასწაულებით და რვა სპეციალური გამოფენის გახსნით, მისი გლობალური კოლექციიდან. რვა გამოფენა, რომელიც გაგრძელდა 2014 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე, იყო:

  • მდინარე სეპიკიდან ლოს-ანჯელესამდე: ხელოვნება მიგრაციაში
  • ორმაგი ბედი, ორმაგი უბედურება: ხელოვნება ტყუპებისთვის იორიაბებს შორის
  • ძლიერი სხეულები: ზულუს ხელოვნება პირადი მორთულობისთვის
  • მაორის ხალათები, მაორის ხმები
  • პერუს ოთხწახნაგა ტანსაცმელი: უძველესი ძაფები/ახალი მიმართულებები
  • ახალი მსოფლიო ვუნდერკამერი: ამალია მესა-ბეინის პროექტი
  • ჩუპაკუარო: ნატალი ვუდის ძველი მექსიკური კერამიკის საჩუქარი
  • X–დან რატომ: იღებს მუზეუმი ფორმას

ამ გამოფენების გარდა, ფოლერმა ასევე გამოფინა ხელოვნების დაპირებული ახალი საჩუქრები მბრუნავი ფაულერის შიგნით, “ფოკუსის გალერეა“-ში და წარმოადგინა “Walk between Worlds“(იარეთ სამყაროებს შორის), მხატვრის მაქსიმო გონსალესის ინსტალაცია, რომელიც შედგება ათასობით სანაპირო ბურთის გლობუსისგან.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერის კოლექციები მოიცავს 120,000-ზე მეტ ეთნოგრაფიულ და ხელოვნების ობიექტს, ხოლო 600,000 არქეოლოგიურ ობიექტს, რომლებიც წარმოადგენენ აფრიკის, მშობლიური და ლათინური ამერიკის, აზიის და წყნარი ოკეანის უძველეს, ტრადიციულ და თანამედროვე კულტურებს. სამხრეთ ნიგერიის იორუბული მძივებიდან დაწყებული, ასევე პერუს კერამიკული ჭურჭელი, ინდონეზიის ბატიკის და მექსიკის ძლიერი ქანდაკებების ჩათვლით. ფოლერის კოლექციები გვთავაზობს ყოვლისმომცველ რესურსს, მუზეუმის მანდატის მთავარი გამოფენებისა და სტიპენდიებისთვის.[8]

მუზეუმის სამფლობელოების უმრავლესობა შეძენილია ინდივიდების-მკვლევარების, მეცნიერებისა და თავდადებული კოლექციონერების გულუხვობის წყალობით, რომლებმაც საშუალება მისცეს ფაულერს, შეექმნა თავისი მსოფლიო დონის კოლექციები. სერ ჰენრი ველუმეს კოლექცია შედგება 30,000 ობიექტისგან,[9][10] რომელიც შეიკრიბა გასული საუკუნის დასაწყისში “Wellcome“–ის მიერ და გადაეცა მუზეუმს 1965 წელს, იგი წარმოადგენს აფრიკისა და წყნარი ოკეანის ჰოლდინგების ბირთვს და უდიდეს საჩუქარს. 15 000-ზე მეტი ტექსტილი ასახავს ქსოვილის ისტორიას ხუთ კონტინენტზე, ორი ათასწლეულის განმავლობაში.[11]

ფაულერის ოჯახის, ვერცხლის კოლექციის ობიექტები მოიცავს 400 ნამუშევარს, რომლებიც წარმოადგენენ XVI-XIX საუკუნის ევროპას და შეერთებულ შტატებს. მათ შორისაა გემები, პოლ დე ლამერიის, კარლ ფაბერჟესა და პოლ რევერის ცნობილი სახელოსნოებიდან. 1969 წელს ჰოლივუდის მსახიობმა ნატალი ვუდმა გადასცა ფაულერის მუზეუმს, ძველი “Chupícuaro“ მექსიკური კერამიკის შესანიშნავი კოლექცია.[12] მოგვიანებით, 2013 წელს, ფაულერის მუზეუმმა მიიღო რამდენიმე საჩუქარი, მისი ორმოცდამეათე წლისთავის საპატივცემულოდ. კოლექციონერისგან და სილიკონ ველის პიონერის, ჯეი ლასტისა და მისი მეუღლის დებორასგან გადაცემული, ერთი საჩუქრის ღირებულება დაახლოებით 14 მილიონ დოლარს შეადგენდა. როგორც “Los Angeles Times“ იტყობინება, საჩუქარი შედგებოდა ხის და სპილოს 92 ძვლისგან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგა ხალხისგან.[13]

ქონების უმეტესობა შეგროვდა ამ სფეროში და სისტემატურად იქნა დოკუმენტირებული, რაც უზრუნველყოფს არსებით კონტექსტურ ინფორმაციას. გეოგრაფიული დიაპაზონის, მხატვრული მრავალფეროვნების შენარჩუნება და არსებული სიძლიერის განვითარება, განაპირობებს შესყიდვების გადაწყვეტილებების წამყვან პრინციპებს. მაგალითად, როდესაც მუზეუმი აძლიერებს პროგრამირებას, ქალაქის მზარდი ლათინური ამერიკის მოსახლეობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ამ სფეროში კოლექციონალური საქმიანობა გაიზრდება. 900-ზე მეტი მექსიკური ნამუშევრის არაჩვეულებრივი კოლექცია შემოწირულია, 1997 წელს, დანიელის ოჯახის მიერ და მოიცავს სიცოცხლის ბრწყინვალე კერამიკულ ხეებს, გარდაცვლილთა ფიგურებს და ნიღბებს მეტეპეკიდან, ოახაკიდან, მიჩოაკანიდან, ხალისკოდან, პუებლადან და გუანახუატოდან.[14]

საჯარო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი წლის განმავლობაში შემოთავაზებული, ფოლერის საჯარო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ ასახოს და შეავსოს, მისი დინამიური საგამოფენო პროგრამა, ასევე გამოავლინოს მუზეუმის მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების კოლექცია აფრიკიდან, აზიიდან და წყნარი ოკეანიდან და ამერიკიდან. ფოლერის მუზეუმის საჯარო პროგრამები, როგორც წესი, უფასოა და ღიაა საზოგადოებისთვის.

საუბრები და ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე გამოფენები წარმოადგენს პროგრამის ამოსავალ წერტილს, რომელიც ეხება როგორც მეცნიერულ, ასევე ზოგადსაინტერესო თემებს. “Fowler OutSpoken“ შეიცავს ლექტორების ლექციას პანელის ფორმატში და აუდიტორიას აძლევს წვდომას განვითარებული და ჩამოყალიბებული მხატვრების, კურატორების, მეცნიერების, შემსრულებლებისა და სხვა კულტურის მოღვაწეებზე.

კონცერტები და სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერი გთავაზობთ საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში, სადაც ნაჩვენებია მსოფლიო მუსიკა, ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების წარმოდგენები. “Fowler Out Loud“ არის მუზეუმის სპექტაკლების სერია, რომელიც ტარდება ხუთშაბათს ღამით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და მოიცავს საერთაშორისო მუსიკას, ცეკვას, პოეზიას, თეატრს და პერფორმანსულ ხელოვნებას “UCLA“-ს სტუდენტების მიერ.

ღონისძიებები და ტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერი გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოთ მის გამოფენებში, ასევე მის პროგრამებში და მუზეუმის ხელმოწერა “Fowler on the Town“ სერია მოიცავს ვიზიტებს ლოს-ანჯელესში და მიმდებარე რაიონებში.

ფილმების ჩვენებები და ვორქშოფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერი წარმოგიდგენთ ფილმების ჩვენებებს მთელი წლის განმავლობაში.იგი გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმებს და მახასიათებლებს, რომლებიც ეხმიანება მიმდინარე გამოფენებს. ზოგჯერ შემოთავაზებულია სამზარეულოს პროგრამები, პრაქტიკული დემონსტრაციები, ცეკვა და იოგა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოლერის განათლების დეპარტამენტის პირველადი მისია არის, გლობალური ხელოვნებისა და ჰუმანიტარული განათლების გაძლიერება, ჩვენი სამყაროს კულტურული და მხატვრული ტრადიციების გააზრების ხელშეწყობით.

სკოლის ვიზიტის პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერის მუზეუმი იწვევს “K-12“ სტუდენტებს გლობალური ხელოვნების გამოცდილების თვითმართვად და მართვად ტურებში. ეს პროგრამა ემსახურება ყველა ასაკისა და შესაძლებლობების სტუდენტებს.

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაულერის მუზეუმი ასევე წარმოგიდგენთ, მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შეთავაზებებს და რესურსებს, მათ შორის სასწავლო მასალებს, პროფესიული განვითარების სემინარებს და მასწავლებელთა ინტენსიურ ინსტიტუტებს.

საუნივერსიტეტო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლევისა და დიალოგის დინამიური ცენტრი, ფაულერის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ კარიბჭეს, რომელიც აკავშირებს “UCLA“–ს მსოფლიოს მიღმა. ფაულერის მუზეუმის საუნივერსიტეტო პროგრამები გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას “UCLA“-ს ფაკულტეტის, თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, გლობალური ხელოვნებით დაკავების მიზნით. ასეთი პროგრამები მოიცავს სტუდენტის სტაჟირებას, ინტერდისციპლინარული კლასის ვიზიტებამდე, სტუდენტების ხელმძღვანელობით წარმოდგენებს.

საოჯახო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოჯახო პროგრამები ფაულერის მუზეუმში შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ყველა სახის ოჯახი, შეანელონ ხელოვნების ორიგინალური ნაწარმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ ხელოვნებასთან.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვეთა: მსოფლიო ხელოვნება, ადგილობრივი ცხოვრება[15]
  • კულტურის ამსახველი: ფრენსის ე. ფაულერი, უმცროსი ვერცხლის კოლექცია
  • პლუს რამდენიმე ცვალებადი გამოფენა
  • კონტინენტური განხეთქილებები: აფრიკის თანამედროვე დროში დაფუძნებული სამუშაოები, 2009 წელი

არჩეული კოლექციის მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abarbanel, Stacey (March 27, 2007). „Press Release: Fowler Museum Received $1 Million Endowment for Director's Position“ (პრეს-რელიზი). Los Angeles.
  2. 2.0 2.1 Muchnic, Suzanne (August 27, 2006). „ARTS NOTES Meaning lost, name changes“. Los Angeles Times.
  3. Dundjerski, Marina (2011) UCLA : The First Century, Third, Los Angeles: UCLA Alumni, UCLA History Project, გვ. 153. ISBN 9781906507374. 
  4. Sept. 30, 1992 Gallery of World Arts Unveiled. UCLA Alumni. ციტირების თარიღი: 3 July 2014
  5. Muchnic, Suzanne (September 27, 1992). „Go (Anywhere But) West : UCLA's Fowler Museum of Cultural History, dedicated to non-Western traditions, opens 29 years after being conceived“. Los Angeles Times.
  6. Poundstone, William (October 28, 2013). „Francis Fowler's Museum at UCLA“. Blouin Art Info.
  7. When the World Came to Westwood: The Fowler Museum at 50. UCLA Magazine. ციტირების თარიღი: 2020-03-21
  8. Muchnic, Suzanne (September 28, 2013). „UCLA's Fowler Museum turns 50 in worldly fashion“. Los Angeles Times.
  9. Hasinoff, Erin L. (November 2011). „An Infinity of Things: How Sir Henry Wellcome Collected the World. Frances Larson. Oxford: Oxford University Press, 2009“. Museum Anthropology Review. Bloomington, IN: Mathers Museum of World Cultures.
  10. Poundstone, William (November 11, 2013). „How the Fowler Got a Bamileke Masterpiece“. Blouin Art Info.
  11. Muchnic, Suzanne (February 11, 2009). „L.A. museums' collections grow despite poor economy“. Los Angeles Times.
  12. Green, Natalie (January 9, 2014). „Q&A: Victoria Lyall discusses Chupícuaro pottery, upcoming Fowler lecture“. Daily Bruin. Los Angeles, CA. ციტირების თარიღი: 3 July 2014.
  13. Ng, David. Fowler Museum at UCLA receives art gift estimated at $14 million. ციტირების თარიღი: 3 July 2014
  14. Cosentino, Delia A.; Mulryan, Lenore Hoag (2003). Ceramic Trees of Life:Popular Art from Mexico. Los Angeles: UCLA Fowler Museum of Cultural History, გვ. 8. ISBN 9780930741969. 
  15. Zinoman, Jason (Oct 1, 2006). „The Week Ahead: Oct. 1 - Oct. 7 - New York Times“. New York Times.