ფატოს ნანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატოს ნანო
ფატოს ნანო
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივლისი, 2002 – 1 სექტემბერი, 2005
წინამორბედიპანდელი მაიკო
მემკვიდრესალი ბერიშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 1997 – 28 სექტემბერი, 1998
წინამორბედიბაშკიმ ფინო
მემკვიდრეპანდელი მაიკო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 თებერვალი, 1991 – 4 ივნისი, 1991
წინამორბედიადილ ჩარჩანი
მემკვიდრეილი ბუფი

დაბადებული16 სექტემბერი, 1952
ტირანა, ალბანეთი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია

ფატოს ნანო (ალბ. Fatos Nano; დ. 16 სექტემბერი, 1952, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის სამგზის პრემიერ-მინისტრი (1991, 1997-1998 და 2002-2005 წწ.). სოციალისტური პარტიის წევრი.

დაიბადა ტირანაში. იყო შრომის პარტიის წევრი. 1991 წელს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მალევე იძულებული გადახდა გადამდგარიყო საპროტესტო დემონსტრაციების გამო. 1993 წელს მიუსაჯეს პატიმრობა კორუფციაში ბრალდების გამო. 1997 წელს ალბანეთის ხელისუფლებაში მოდის სოციალისტური პარტია და ნანოს მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე სალი ბერიშა იძულებული გახდა გადამდგარიყო. პრემიერ-მინისტრად კვლავ დაინიშნა ფატოს ნანო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გამო 1998 წელს გადადგა. მესამედ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს 2002 წელს, 2005 წელს სოციალისტურმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში, ნანომ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება. 2005 წლის 1 სექტემბერს გადადგა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]