ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი
ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი
ტევრაგ ზეინას მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2001 წლისდან

დაბადებული1958
თამშაქეთში, მავრიტანია
მოქალაქეობამავრიტანიის დროშა მავრიტანია
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია სამართლიანობისა და განახლებისთვის
შვილები3

ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი (არაბ. فاطمة بنت عبد المالك‎; დ. 1958, თამშაკეტი, ჰოდ ალ-ღარბი, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა) — მავრიტანიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 2001 წლიდან გახლავთ ტევრაგ ზეინას მერი, ასევე 2018 წლის სექტემბრიდან  ნუაქშოტის რეგიონალური საბჭოს  თავმჯდომარეა. ის გახდა პირველი ქალი მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, რომელმაც მერის თანამდებობა დაიკავა. 2012 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა აფრიკის ადგილობრივ არჩეულ ქალთა ქსელის (REFELA) თავმჯდომარედ.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი  დაიბადა 1958 წელს მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ  თამშაქეთში. გოგონას მამა მუშაობდა ადმინისტრატორად.  ფატიმათუ სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებას Louvain-la-Neuve-ში (ბელგია), მართავდა MINFE-ს კომპიუტერული სერვისების ოფისს ნუაქშოტში და მოგვიანებით მუშაობდა Habitat Bank-ის ქსელის ადმინისტრატორად. შემდეგ  სამსახური დაიწყო ურბანული დაგეგმარებისა და ჰაბიტატის სამინისტროში, რის შემდეგაც დაინიშნა პრემიერ-მინისტრის აპარატში.[3]

2001 წელს დემოკრატიისა და განახლების რესპუბლიკურმა პარტიამ ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი  წარადგინა მუნიციპალური თანამდებობის კანდიდატად, რის შედეგადაც ის ქალაქ ნუაქშოტის ცხრა კომუნიდან ერთ-ერთი კომუნის — ტევრაგ ზეინას მერად აირჩიეს. ფატიმათუ გახდა ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც მავრიტანიის მერის თანამდებობა დაიკავა. პოლიტიკოსი დიდ  ყურადღებას უთმობს სასკოლო განათლებას, განსაკუთრებით გოგონების, ადმინისტრაციის რეფორმას.  ხელახლა მერის  თანამდებობაზე აირჩიეს  2006, 2011 და 2015 წლებში.

2012 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი  მუშაობდა აფრიკის ადგილობრივ არჩეულ ქალთა ქსელის თავმჯდომარედ, რომელიც დაარსდა მაროკოს ქალაქ ტანჟერში 2011 წლის მარტში და აერთიანებს მუნიციპალურ მთავრობებში არჩეულ ქალებს. პოლიტიკოსმა იმოგზაურა ქვეყანაში, რათა მხარი დაეჭირა ქალი კანდიდატების საჯარო თანამდებობაზე დანიშვნისთვის, რის შედეგადაც კიდევ ხუთი ქალი აირჩიეს ქალაქის მერად, მათ შორის მეთი მინთ ჰამადი.[4]

2018 წლის 16 სექტემბერს ქალბატონმა ფატიმეთუ აბდ ალ-მალიქმა, ტევრაგ ზეინას ყოფილმა მერმა გაიმარჯვა  მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ნუაქშოტში ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა ნუაქშოტის რეგიონალური საბჭოს ახალი ხელმძღვანელი. (ნუაქშოტის რეგიონალური საბჭო წარმოადგენს მავრიტანიის ყველაზე დასახლებულ რეგიონს, 1,1 მილიონი მოსახლეობით, რაც მთლიანი მოსახლეობის მესამედს შეადგენს) იგი გახდა რეგიონალური საბჭოს  პირველი ქალი პრეზიდენტი  მავრიტანიის ისტორიაში.[5][6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. მათ შორის: 2013 წელს მიიღო კონგოს რესპუბლიკის საპატიო რაინდის წოდება; 2013 წელი  — „ ჩემპიონი გამძლეობისთვის“  წელს გაეროს საერთაშორისო კატასტროფების შემცირების ოფისიდან, ხოლო 2015 წელს ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი  დაჯილდოვდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მედლით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფატიმათუ აბდ ალ-მალიქი არის მარტოხელა დედა. ჰყავს სამი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faujas, Alain (10 September 2015). "Fatimetou Abdel Malik, première femme maire de Mauritanie". Jeune Afrique (in French). Retrieved 19 March 2017.
  2. "Daily report of the Third UN World Conference on Disaster Risk Reduction (WCDRR)"[მკვდარი ბმული]. International Institute for Sustainable Development. Prevention Web. 18 March 2015. Retrieved 19 March 2017.
  3. "Fatimetou Abdel Malik" დაარქივებული 2023-03-08 საიტზე Wayback Machine. (ფრანგ). Leaders Afrique.
  4. "Femmes élues dans le monde : focus sur 13 politiques engagées".[მკვდარი ბმული] Elle. 31 January 2013. Retrieved 19 March 2017.
  5. Rheinheimer, Elisa (15 June 2016). "Role model for Africa's women".[მკვდარი ბმული] Qantara.de. Retrieved 19 March 2017.
  6. Aaron, Onana N. (2 December 2015). "Diplomatie: Célestine Ketcha Courtès prend les rênes du Réseau des Femmes Elues Locales d'Afrique (REFELA)". Africa Presse (ფრანგ.) Archived from the original on 20 April 2019. Retrieved 29 January 2017.