ფასტრადა
ფასტრადა | |
---|---|
ფრანკთა დედოფალი | |
მმართ. წლები: | 784 - 794 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 765 წ. |
დაბ. ადგილი: | ინგელჰეიმი |
გარდ. თარიღი: | 10 აგვისტო, 794 წ. (28-29 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფრანკფურტი |
მეუღლე: | კარლოს დიდი (დაქორწინდნენ დაახ. 783 წ.) |
შვილები: |
თეოდრადა ჰილტრუდე |
მამა: | გრაფი რუდოლფი |
დედა: | აედა |
რელიგია: | კათოლიკე |
ფასტრადა (დაახ. 765 — 10 აგვისტო, 794) — კარლოს დიდის მესამე (ზოგი წყაროს მიხედვით, მეოთხე) ცოლი და ამ ქორწინების შედეგად აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს დედოფალი.[1][2]
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფასტრადა დაახლოებით 765 წელს, ინგელჰეიმში, გავლენიანი გრაფ რუდოლფის (ან ეადოლფის) და მისი მეუღლის, აედას ოჯახში დაიბადა.
ის კარლოს დიდზე 783 წელს,[3] ვორმსში, გერმანიაში, დედოფალ ჰილდეგარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდა და მეფის მესამე ცოლი გახდა.[4] ქორწინების სავარაუდო მიზეზი რაინის აღმოსავლეთით ფრანკთა ალიანსის გამყარება იყო, რადგან ამ დროისათვის კარლოსი საქსონებს ჯერ კიდევ ებრძოდა.
კარლოსსა და სამეფო კარზე მისი გავლენით, პიპინ კუზიანი, კარლოსისა და ჰიმილტრუდეს ვაჟი, მამის წინააღმდეგ აჯანყების მიზეზით საჯაროდ გაასამართლეს და თავის გადაპარსვით დასაჯეს. ფასტრადამ ძალაუფლება საკუთარი სისასტიკით მოიპოვა (თუმცა ამ ინფორმაციას მემატიანე ეინჰარდი, საკუთარი „კარლოს დიდის ცხოვრებით“ (Vita Karoli Magni)[5] გვაწვდის. ეინჰარდის კარლოსის სამეფო კარზე მისვლისას ფასტრადა ცოცხალი აღარ იყო) და თანამედროვეები გვაუწყებენ, რომ დედოფალი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკაში.[6] 785 წლიდან გადარჩენილ წერილში, რომელსაც კარლოსი ფასტრადას უგზავნის, ის მეუღლეს სთხოვს, რომ ერესბურგში შვილებთან ერთად ჩამოვიდეს.[7] მეორე წერილი, გაგზავნილი ექვსი წლის შემდეგ, გამოხატავს მეფის წუხილს ცოლის მხრიდან სიჩუმის გამო, კითხულობს, არის თუ არა ის კარგად, და ავარების დამარცხებას აუწყებს.[8]
793 წელს კარლოსმა ფასტრადას გამოსახულებიანი მონეტა (პირველი დედოფლის გამოსხულებიანი კაროლინგური მონეტა) გამოსცა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ კარლოს დიდმა ამით ოფა მერსიელს მიჰბაძა, რომელმაც ცოლის, სინეტრიტის მონეტები მოჭრა.[9]
793 წლის შობის შემდეგ კარლოს დიდი და ფასტრადა ვიურცბურგიდან ფრანკფურტში (დღევანდელი გერმანია) გაემგზავრნენ, სადაც ქალი 794 წლის 10 აგვისტოს, ფრანკფურტის სინოდის დროს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ კარლოს დიდი ამ ადგილს გარდაცვლილ მეუღლეზე წუხილის გამო შემდგომ აღარასოდეს აღარ დაბრუნებია. მან ფასტრადა წმინდა ალბანის (იმ დროისათვის ჯერ ბოლომდე დაუსრულებელ) სააბატოში, მაინცში დაკრძალა, და საკურთხევლის თავზე მისი ვერცხლის თითისტარი ჩამოკიდა. ის, რომ დედოფალი სენ-დენის ბაზილიკაში არ დაკრძალეს, იქ, სადაც თითქმის ყველა ფრანკი და ფრანგი მონარქი განისვენებდა, არქიეპისკოპოს რიშულფის გავლენებს მიეწერება.
ფასტრადას თეთრი მარმარილოს საფლავს ოქრო და ქანდაკებები ამკობდა. 1552 წელს წმინდა ალბანის სააბატოს განადგურების შემდეგ, მისი საფლავის ქვა მაინცის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ის დღესაც შესაძლებელია ვიხილოთ.[10]
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდა და პოპ-კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფასტრადას ლეგენდა ჯადოსნურ ბეჭედზე მოგვითხრობს, რომელიც ფასტრადას მეუღლე კარლოს დიდისაგან უნდა მიეღო.[12] ამ ბეჭედმა, რომლის სამშვენისი ქვაც გველის საჩუქარი იყო, კარლოსი ფასტრადაზე იმდენად მიაჯაჭვა, რომ მეფეს მეუღლის გვამის დამარხვა მაშინაც კი არ სურდა, როდესაც ის გახრწნას იწყებდა. საბოლოოდ, რეიმსის მთავარეპისკოპოსმა ტილპინმა ბეჭედი წაიღო და წყალში, აახენის მახლობლად გადააგდო, რომ მას ძალა დაეკარგა.[13]
სტივენ შვარცის მიუზიკლი „პიპინი“ ფასტარდას ოდნავ სახეცვლილ პერსონაჟს გვთავაზობს, რომელსაც 1972 წლის ორიგინალ ბროდვეის დადგმაში ლელანდ პალმერი, 1981 სატელევიზიო ფილმში ჩიტა რივერა, ხოლო 2013 წლის ბროდვეის განახლებულ მიუზიკლში შარლოტ დ’ამბუაზი თამაშობდა.[14]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Grant, A.J. (1905). Early lives of Charlemagne / by Eginhard and the Monk of St Gall. London: Moring.
- Innes, Matthew (May 2018). „Queenship in Dispute: Fastrada, History and Law“, Writing the Early Medieval West. ISBN 9781108182386.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.thehistoryblog.com/archives/67199
- https://www.kellscraft.com/LegendsRhine/legendsrhine049.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Butz, Eva-Maria (2022-03-19). „The Political Dimension of Liturgical Prayers of Remembrance: Lists of Rulers in the Confraternity Books of the Carolingian Period“. Religions. 13 (3): 263. doi:10.3390/rel13030263. ISSN 2077-1444.
- ↑ Bullough, Donald A. (2003-01-01), "Unsettled at Aachen", Alcuin (BRILL): pp. 432–470, , ISBN 978-90-474-0180-3, http://dx.doi.org/10.1163/9789047401803_011. წაკითხვის თარიღი: 2024-01-10
- ↑ გამყარებული ისტორიკოსების - პიერ რიშეს (The Carolingians, p.86.), ლუი ტორპეს (Two Lives of Charlemagne, p.216) და სხვათა მიერ. მიუხედავად ამისა, ფასტრადა ხანდახან მეფის რიგით მეოთხე მეუღლედაც გვესახება. იხილეთ: Dieter Hägemann (Karl der Große. Herrscher des Abendlands, Ullstein 2003, p. 82f.), Collins (Charlemagne, p. 40.).
- ↑ Goffart, Walter (2023-05-11), "Paul the Deacon's ' Gesta Episcoporum Mettensium And the Early Design of Charlemagne's Succession", Barbarians, Maps, and Historiography (London: Routledge): pp. 169–203, , ISBN 978-1-003-41764-4, http://dx.doi.org/10.4324/9781003417644-10. წაკითხვის თარიღი: 2024-01-10
- ↑ Grant, A.J. (1905). Early lives of Charlemagne / by Eginhard and the Monk of St Gall. London: Moring.
- ↑ Innes, Matthew (May 2018). „Queenship in Dispute: Fastrada, History and Law“, Writing the Early Medieval West, გვ. 230–247. DOI:10.1017/9781108182386.016. ISBN 9781108182386.
- ↑ Regesta Imperii 267f. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2022-08-23
- ↑ Regesta Imperii 315. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2022-08-23
- ↑ Coupland, Simon (2023). „A coin of Queen Fastrada and Charlemagne“. Early Medieval Europe. 31 (4): 585–597. doi:10.1111/emed.12640.
- ↑ Franz Dumont, Ferdinand Scherf, Friedrich Schütz: Mainz - Die Geschichte der Stadt, Verlag Philipp von Zabern, 1998
- ↑ 11.0 11.1 Frassetto, Michael. Encyclopedia of Barbarian Europe: Society in Transformation, ABC-CLIO, 2003, p. 163 ISBN 9781576072639
- ↑ anonymous (1892). Folk-lore and Legends: Germany. W.W. Gibbings, London.
- ↑ Wilhelm Ruland (1896), "Der Ring der Fastrada", Rheinisches Sagenbuch (Köln), https://www.projekt-gutenberg.org/ruland/rheinsag/chap025.html
- ↑ „Pippin 2013“. Playbill. ციტირების თარიღი: 30 June 2015.