ფარჰად ფატკულინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარჰად ფატკულინი
Farkhad Fatkullin.jpg
მშობ. სახელი Фаткуллин Фәрһад
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1979 (1979-11-02) (40 წლის)
ყაზანი, თათრეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ
ეროვნება თათარი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
განათლება კლაიტონის უმაღლესი სკოლა (აშშ)
ყაზანის ფინანსებისა და ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია ვიკიმედია, ვიკიპედია
ორგანიზაცია ვიკიმედია რუსეთი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები წლის ვიკიმედიელი

ფარჰად ნაილის ძე ფატკულინი (თათრ. Фаткуллин Фәрһад Hаил улы; რუს. Фархад Наилевич Фаткуллин; დ. 2 ნოემბერი, 1979, ყაზანი, დღ. თათრეთი, რუსეთი) — რუსი სამოქალაქო აქტივისტი თათრეთიდან, რომელიც ცნობილია, როგორც ვიკიმედიის მოძრაობის ხელის შემწყობი რუსეთში არარუსულად მოლაპარაკე ხალხებს შორის. მისი ამ აქტიურობის გამო, 2018 წელს მას წლის ვიკიმედიელის წოდება მიენიჭა.[1][2][3][4] გარდა მისი ვიკიმედიური საქმიანობისა, ის არის პროფესიონალი სინქრონული თარჯიმანი და წარსულში მუშაობდა თათრეთის ყოფილი პრეზიდენტის მინტიმერ შაიმიევის პირად თარჯიმნად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარჰად ფატკულინი დაიბადა 1979 წლის 2 ნოემბერს, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში. დაამთავრა „საწარმოს მართვა“ (საფინანსო მენეჯმენტი) და „კულტურათაშორისო კომუნიკაციები“ („თარჯიმნობა“) ბაკალავრიატის ხარისხით, მუშაობს სინქრონულ თარჯიმნად. 2012 წელს შეუერთდა თათრულ ვიკიპედიას, 2015 წელს გახდა მეტა-პროექტის „რუსეთის ხალხთა ენების ვიკიპედიების“ მონაწილე, ხოლო 2017 წლიდან არის ვიკიმედია რუსეთის წევრი. 2018 წლის 22 ივლისს, ვიკიმედიიის პროექტების საერთაშორისო კონფერენციის „ვიკიმანია 2018“-ის დახურვის ცერემონიაზე, სარ-ის დედაქალაქ კეიპტაუნში, ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უელსმა ფარჰად ფატკულინი მისი დამსახურებებიდან გამომდინარე წლის ვიკიმედიელად გამოაცხადა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფატკულინი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი (ვაჟი და ქალიშვილი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]