ფარცხისის ბრძოლა (1569)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ფარცხისის ბრძოლა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფარცხისის ბრძოლა.

ფარცხისის ბრძოლა 1569 – ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მიეგება მტერს გზაზე და მეგზურად წაუძღვა. ბრძოლა გაიმართა სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მედგრად შეუტიეს და უკუაქციეს იგი.

გაქცეულ ყიზილბაშებს მეფე სიმონი ფეხდაფეხ მიჰყვა და თანამებრძოლთა მცირე ჯგუფით ქართველთა ძირითად ნაწილს საკმაოდ დაშორდა. მტრის გარემოცვაში დარჩენილი მეფე ერთ-ერთმა მოღალატემ შუბის კვრით ცხენიდან ჩამოაგდო. უთანასწორი ბრძოლაში მეფის თანამებრძოლები ერთიანად დახოცეს, ხოლო თვით სიმონი დაატყვევეს და ირანში გაგზავნეს, სადაც მან 1578 წლამდე დაჰყო ტყვეობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]