ფარუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ჯოლულ სისტანი ფარუხი (სპარს. ابوالحسن علی بن جولوغ فرخی سیستانی) (გ. 1038) — სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი. სახელი გაითქვა ჩაღანიდთა ემირის, შემდეგ კი მაჰმუდ ღაზნევის კარზე, სადაც იმ დროს მოღვაწეობდნენ ფირდოუსი, უნსური, მანუჩეჰრი. ფარუხს დივანში (თეირანი, 1932) შესული 281 ლექსიდან 213 კასიდა ეძღვნება მაჰმუდს, მის ძმას და ვაჟს. სახოტბო კასიდებს ცალკეულ ბეითებში ფარუხი ეხება სხვა თემებსაც (ნადირობის ეპიზოდები, ჩოგნის თამაში, იარაღის, ციხე-დარბაზების, ინდოეთის ქალაქების აღწერა). წერდა ღაზალებს, რობაიებს, სატირულ ლექსებს. ფარუხის პოეზია გამოირჩევა დახვეწილობით და სინატიფით. თარგმნილია ქართულად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бертельц Е. Э., История персидско-таджикской литературы. Избранные труды. [т. 1], М. 1960